markup logo

751

ჭორი: სექტემბერ-ოქტომბერში HTC გამოუშვებს უშველებელ სმარტფონს

htcsmf

ტაივანის კომპანია HTC შემოდგომით გამოუშვებს სმარტფონს 5 დიუიმიანი დისპლეით 1794х1080 გაფართოებით (რეალურად, საუბარი არის 1920х1080 გაფართოებაზე, 126 წერტილს კი  OS Android-სთვის დამახასიათებელი  ეკრანის ღილაკები დაიკავებენ). ეს  გახდა ცნობილი  DigiTimes–ის მეშვეობით, რომლის   ინფორმაციაც ხშირად არ შეესაბამება სინამდვილეს, მაგრამ ამჯერად ის სხვა ხმებითაც დასტურდება.

გარდა ამისა, შემოდგომის დასაწყისში HTC ტრადიციულად ატარებს ახალი პროდუქტების ანონსირების ღონისძიებებს.

DigiTimes –ის ცნობით HTC –ის ახალი მოდელი იქნება სმარტფონისა და პლანშეტის ჰიბრიდი. 5 დიუიმიანი მოწყობილობის სხვა მაჩვენებლებზე არაფერია ცნობილი.

ამ კლასის ყველაზე ბრწყინვალე წარმომადგენელი და ფაქტიურად  „პირდაპირი წინაპარი“ გახლავთ გასულ შემოდგომას გამოსული Samsung Galaxy Note . მას შემდეგ Samsung –მა 7 მილიონზე მეტი Galaxy Note გაყიდა.

არაოფიციალური ინფორმაციით ამ თვეში Samsung წარადგენს  Galaxy Note–ის განახლებულ ვერსიას. მოწყობილობას ექნება 5,5 დიუიმიანი ეკრანი, არსებულ მოდელზე 0,2 დიუიმით მეტი.

ამ მოდელის წარმატების ფონზე Samsung –მა გამოუშვა პლანშეტი Galaxy Note 10.1.  მოსალოდნელია, რომ კომპანია დააანონსებს სიახლეს 29 აგვისტოს ღონისძიებაზე.

2012 წლის მაისში LG –მ გამოუშვა 5 დიუიმიანი Optimus Vu, Pantech –მა კი ივლისში – Vega S5, მსგავსი  პარამეტრებით.

უფრო ადრე, შეგახსენებთ, ინტერნეტში დაიდო HTC –ის  უცნობი 6435LVW მოდელის (Qualcomm Snapdragon S4 პროცესორი 1,5 GGz სიხშირით, Adreno 320 გრაფიკა და Android 4.0.4 (Ice Cream Sandwich)) წარმადობის ტესტი.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება