markup logo

825

ჭორი:შემდეგ სმარტფონ Nexus–ს გამოუშვებს LG

n7

Google–ის ბრენდით, „სუფთა“ ანდროიდ Nexus სმარტფონების შემდეგ თაობას გამოუშვებს კომპანია LG.

მეოთხე თაობის „გუგლოფონი“ ეფუძნება სმარტფონ LG Optimus G–ს Qualcomm Snapdragon S4 Krait პროცესორით, 1,5 GHz სიხშირით, WXGA დისპლეით გაფართოებით 4,7 დიუიმი და რვამეგაპიქსელიანი კამერით (სხვა მონაცემებით ცამეტმეგაპიქსელიანითაც კი). ახალი სმარტფონი იმუშავებს Android 4.2–ზე (Key Lime Pie).

დაწვრილებითი ინფორმაცია Google –ის „სატესტო პოლიგონის“, Nexus–ის ახალი წარმომადგენლის პრეზენტაციის და გამოსვლის დროის შესახებ ჯერჯერობით უცნობია.

Samsung Galaxy Nexus, Google –ის ბრენდით გამოსული რიგით მესამე აპარატი „სუფთა“ Android ოპერაციული სისტემით, აღჭურვილია 4,65 დიუიმიანი ეკრანით, HD Super AMOLED ტექნოლოგიით შესრულებული, ორბირთვიანი პროცესორით, სიხშირით 1,2 GHz. პროცესორი საშუალებას იძლევა მრავალ ამოცანიანი გაფართოებული შესაძლებლობების გამოყენებას, უახლეს აპლიკაციებთან მუშაობას და მაღალი გაფართოების ვიდეოს ხილვას. Nexus S –ის მეორე აპარატს ასევე უშვებს სამხრეთ კორეული გიგანტი.

ბოლო დღეებში ქსელში გავრცელდა ჭორები Samsung Galaxy Nexus სმარტფონის შემდეგი თაობის შესახებ.

ასევე კიდევ ერთი ახლახანს გავრცელებული ჭორის მიხედვით მიმდინარე წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში Google პარტნიორებთან ერთად გამოუშვებს ერთდროულად რამდენიმე (ერთიდან შვიდამდე) სმარტფონ  Google Nexus –ს.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება