markup logo

845

წამგებიანი პროცესორების მხარდაჭერის საქმე კალიფორნიის სასამართლოში: HP–მ დაამარცხა Oracle

oracle

კალიფორნიის სასამართლომ გამოიტანა განაჩენი კომპანია Hewlett-Packard (HP) –ის სასარგებლოდ, კომპანია Oracle–თან დავის თაობაზე.  სოფტვერულმა კომპანია  Oracle –მა  უარი განაცხადა არქიტექტურა Itanium–ზე და მის ბაზაზე HP სერვერზე  მუშაობაზე, რამაც გამოიწვია კონფლიქტი.  

მოსამართლემ ჯეიმს კლიანსბერგმა დაადგინა, რომ Oracle –მა დაარღვია სახელშეკრულებო მოვალეობები, თუმცა პირდაპირ არ დააკისრა კომპანიას  Itanium НР–სთან თავსებადი პროდუქტების გამოშვება შემდგომში.

მხარეებს ეძლევათ 15 დღე დადგენილების გასაჩივრებისთვის და Oracle –მა უკვე განაცხადა აპელაციის შეტანის თაობაზე. კომპანია ასევე აგრძელებს მუშაობას საჩივარზე  HP–ის წინააღმდეგ.  იმ შემთხვევაში თუ ეს  ზომები უშედეგოდ ჩაივლიან, Oracle იძულებული იქნება  აუნაზღაუროს HP–ს  ზარალი – რამდენიმე მილიარდი დოლარი.

თანხა გაჟღერდება სასამართლო გარჩევის მეორე ეტაპზე, ზარალის ზუსტი გათვლების შემდეგ. კომპენსაციის  თანხას საბოლოოდ სასამართლო გადაწყვეტს.

2010 წლის შემოდგომას Oracle და HP შეთანხმდნენ ათი წლის წინ Intel და HP –ს ერთობლივად შემუშავებული პროდუქტის IA-64 არქიტექტურის მიკროპროცესორის Itanium მხარდაჭერის თაობაზე. ხელშეკრულება ითვალისწინებდა, რომ Oracle გააგრძელებდა Itanium სერვერების პროგრამული უზრუნველყოფით მომარაგებას, მაგრამ გასული წლის მარტში კომპანიამ უარი განაცხადა აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვებაზე. 

ამ გადაწყვეტილებამ სერიოზული ზიანი მიაყენა Itanium ტექნოლოგიას, რადგან Oracle –ის მონაცემთა ბაზებს იყენებენ მსხვილი კორპორაციები და სახელმწიფო დაწესებულებები. აღსანიშნავია, რომ კრიტიკოსების უმეტესობა თვლის IA-64 არქიტექტურას ძალზე წარუმატებლად, Intel–მა და  HP–მ  მილიარდობით დოლარი დაახარჯა მას, მაგრამ გაყიდვების რაოდენობამ ვერ გაამართლა მოლოდინი.

2011 წლის ივლისში HP –იმ მოსთხოვა Oracle–ს  Itanium პროცესორებით სერვერების მხარდაჭერა  სასამართლო წესით.  HP –იმ ასევე დაადანაშაულა Oracle კლიენტების გადმობირებაში. (2010 წლის იანვარში 7,4 მილიარდ დოლარად Sun Microsystems შეძენის შემდეგ  Oracle გახლავთ სერვერების მომმარაგებელი).

Oracle –ის Itanium –ის მხარდაჭერაზე უარის შემდეგ სერვერების მწარმოებელი მსოფლიოს  უმსხვილესი კომპანია HP–ის ზარალმა შეადგინა 500 მილიონი დოლარი (ეს თანხა თავად HP გააჟღერა). 2020 წლამდე დათვლილი ზარალის მთლიანი თანხა, HP –ის შეფასებით, შეადგენს 4 მილიარდ დოლარს.

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება