markup logo

458

ცეცხმაქრი წყლის გარეშე

oscx

ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის საინჟინრო სკოლის სტუდენტებმა ცეცხლმაქრი გამოიგონეს. აპარატი ცეცხლის ჩასაქრობად დაბალი სიხშირის ხმოვან ტალღებს იყენებს.

ხმოვანი ცეცხლმაქრი 10 კილოს იწონის. ის არც ერთ ტოქსიკურ ქიმიურ ნაერთსა და ელემენტს არ შეიცავს და ასევე ჩვეულებრივი ცეცხლმაქრებისგან განსხვავებით ხანძართა ბრძოლისას ქონების ან სხვათა სიცოცხლის დაზიანების რისკებსაც გამორიცხავს. სტუდენტების აზრით, მეხანძრეთა უსაფრთხოება უფრო გაიზრდება, რადგან ტყეებისა თუ ურბანული ხანძრების ჩაქრობა მათ დისტანციურად შეეძლებათ.

ცეცლის გაჩენის შემთხვევაში, ჩვეულებრივი ცეცხლმაქრი სხვადასხვა მოსწყობილობებზე და აპარატურაზე უკონტროლოდ იფანტება და დამატებით პრობლემებს ქმნის, ამ შემთხვევაში კი ხანძართან ბრძოლა 100%-იანი სიზუსტით და გვერდითი მოვლენების გარეშე იქნება შესაძლებელი.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება