markup logo

1,002

ჩინურ კომპანიას, რომელიც Samsung–ის ტექნიკას აწყობს ბავშვების ექსპლუატაციაში ადანაშაულებენ

ada

ამერიკული უფლებათა დაცვის ორგანიზაცია China Labor Watch–მა განაცხადა, რომ ჩინური კომპანია HEG Electronics, რომელიც კონტრაქტის საფუძველზე აწყობს Samsung Electronics –ის მოწყობილობებს, ამუშავებს  არასრულწლოვანებს.

ჩინეთის HEG Electronics –ის, სადაც აწყობენ Samsung–ის  მობილურ ტელეფონებს, DVD პლეერებს, Motorola–ს და LG–ს გაჯეტებს, ქარხნის  არასრულწლოვან მუშაკებს უხდიდნენ ხელფასის მხოლოდ   70 %,  მაშინ როდესაც ამუშავებდნენ როგორც სრულწლოვან კოლეგებს.

China Labor Watch –მა შეამოწმა HEG Electronics –ის ქარხნები მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისში. ამ ორგანიზაციის თანამშრომელმა, რომელიც აიყვანეს სამუშაოდ, როგორც რიგითი ადამიანი, აღმოაჩინა მინიმუმ  შვიდი არასრულწლოვანი მუშაკი და ჩამოართვა მათ ინტერვიუ. თუმცა, ორგანიზაციის შეფასებით სულ კომპანიის ქარხნებში შეიძლება 50– დან 100 –მდე არასრულწლოვანი მუშაობდეს.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ სამუშაო დღე ქარხნებში 3–5 საათით მეტია, ვიდრე ეს გათვალისწინებულია შრომის კოდექსით – 11 – 13 საათი დღეში ორმოცწუთიანი შესვენებით. უფლებათა დაცვის ორგანიზაციის მიერ წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია:“კომპანიამ პირდაპირ დაარღვია ჩინეთის შრომის კოდექსი“.

თავად Samsung არ აღიარებს ამ ბრალდებებს და ამტკიცებს, რომ წლის დასაწყისიდან ჩაატარა უკვე ორი შემოწმება და დარღვევები ვერ აღმოაჩინა.

Samsung არ არის პირველი ვინც წააწყდა მსგავს პრობლემებს თავის ჩინელ პარტნიორთან.

სამართლიანი შრომის ასოციაციამ (Fair Labor Association) ჩაატარა მასშტაბური აუდიტი Foxconn –ის საწარმო ობიექტებზე, სადაც აწყობენ Apple–ის, Microsoft–ის, Nintendo–ს, Canon–ის, Sony –ის და სხვა მოწყობილობებს.

ინსპექციამ აღმოაჩინა მუშათა უფლებების მრავალრიხოვანი დარღვევა:  დაუშვებელი რაოდენობის სამუშაო საათები, არასაკმარისი ანაზღაურება და უსაფრთხოების ნორმების დარღვევა. Foxconn –ის ხელმძღვანელობა ვალდებულია გამოასწოროს დარღვევების უმრავლესობა 2013 წლის 1 ივლისისთვის. კომპანიამ აწია ხელფასები 16–25 % და აპირებს თანამშრომლების აყვანას სამუშაო საათების მოსაწესრიგებლად.

აღსანიშნავია, რომ China Labor Watch –ის ბოლო ანგარიშის თანახმად სამუშაო პირობები HEG Electronics–ის ქარხნებში Foxconn –თან შედარებით გაცილებით უფრო მძიმეა

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება