markup logo

762

ჩინურ ვებ-სივრცეში იკრძალება ძებნა სიტყვით „სიმართლე“

Sina-Weibo

Twitter-­ის ჩინურ ანალოგში – მიკრობლოგების „Sina Weibo“  სერვისში – აკრძალეს ძებნა სიტყვით „სიმართლე“. როდესაც მომხმარებლებს შეჰყავთ ძებნის სტრიქონში იეროგლიფი ასეთი მნიშვნელობით‚ ეკრანზე გამოჩნდება შეტყობინება იმის შესახებ‚ რომ შედეგები „არ აისახება“..

„Sina Weino“-­ს წარმომადგენლები ამ თემაზე კომენტარებს არ აკეთებენ. რატომ და რამდენი ხნის წინათ იქნა აკრძალული ეს სამძებრო შეკითხვა‚ არაა ცნობილი. ადგილობრივმა მომხმარებელმა გაზეთს შეატყობინა‚ რომ „Sina Weino“­-ს ასეთ ქმედებებს პირველად შეეჯახა ივნისის ბოლოს.

„არშეიძლება უბრალოდ ავიღოთ და დავბლოკოთ სიმართლე“‚ – ირონიზირებს ამასთან დაკავშირებით ირანული გამოცემა.

„Sina Weino“­ წარმოადგენს მიკრობლოგების ყველაზე პოპულარულ სერვისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. ამას მუდმივად იყენებს სულ მცირე 300 მილიონი ადამიანი. გავიხსენოთ‚ ჩინეთში ინტერნეტ­ტრაფიკზე დადებულია შეზღუდვათა რთული სისტემა‚ რომელიც ხურავს ანდა აწესებს ხელმისაწვდომობის ლიმიტს პრობლემებზე‚ პარტიისა და მთავრობის აზრით‚ საგარეო რესურსებზე.

2009 წელს პეკინმა დაბლოკა ხელმისაწვდომობა Facebook ­ზე და Twitter ­ზე‚ დაადანაშაულა რა ამერიკული სოციალური ქსელები უიგურებით დასახლებულ პროვინციათა სინცზიანში მასობრივი გაფიცვების ორგანიზებაში. უფრო ადრე დაბლოკილ იქნა ხელმისაწვდომობა ვიდეოსერვის Youtube-ზე‚ რომელიც Google-­ს ეკუთვნის. ვიდეოსერვისის მუშაობა გააკრიტიკა ჩინეთის ხელისუფლებამ პოლიტიკური ხასიათის ვიდეორგოლების მასზე განთავსებასთან დაკავშირებით.

2009 წლის ზაფხულში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ დაბლოკა Google­ში შესვლა‚ დაადანაშაულა რა საძიებო სერვისი „პორნოგრფიული და ვულგარული“ კონტენტის გავრცელებაში. ამჟამად Google­ის ჩინური ვერსია გასცემს გაფილტრულ საძიებო შედეგებს ქვეყნის ხელისუფლების პოლიტიკის შესაბამისად. სამძებროს ინგლისურენოვანი ვერსია კი ასეთ ცენზურას არ აწყდება.

ასემაგალითად‚ ჩვეულებრივ‚ აკრძალულია შემდეგი სიტყვების „ტიბეტი“‚ „ტაივანი“‚ „თანასწორობა“‚ „დემონსტრაცია‚ „ანტიიაპონური“‚ „თვისუფლება“‚ „დემოკრატია“‚ „შიდსი“ და სხვათა გამოყენება. ფორუმებზე შეტყობინების დატოვების მცდელობისას‚ ხდება მათი ავტომატურად შეცვლა შავი წერტილებით‚ ხოლო თვით შეტყობინებები იღებენ. ჩინურ ინტერნეტში ცენზურა ძლიერდებოდა „ფერადი რევოლუციების“ შემდეგ‚ 2003­-2005 წლებში ანდა 2009 წელს ირანში პრეზიდენტის არჩევნების გამო მომხდარი მღელვარების დროს. იმავე წელს მთლიანად იქნა დაბლოკილი ქსელში შესვლა ჩინეთის სინცზიან­უიგურის ავტონომიურ რაიონში მომხდარი უწესრიგობების შემდეგ. ამსგარდა‚ მნიშვნელოვანი მოვლენების დროს‚ საზღვარგარგეთ უმაღლესი რანგის ხელმძღვანელების ვიზიტებისას ხორციელდება დამატებითი ზომები ინფორმაციის შეზღუდვისათვის.

შარშანდელი „ტვიტერ­რევოლუციები“ არაბეთის ქვეყნებში‚ აგრეთვე‚ გახდა მიზეზი „ქანჩის მოჭერის“ და ჩინეთის ძალოვანი სტრუქტურების აქტივობის გაზრდისა კავშირის ელექტრონული არხების გაკონტროლების მიზნით.

2012 წლის მარტიდან მომხმარებლები ვალდებულნი არიან მიუთითონ თავიანთი ნამდვილი მონაცემები ინტერნეტ­პორტალებზე რეგისტრაციის დროს. ჩინეთის სამართალდამცავები ამტკიცებენ‚ რომ მომხმარებელთა რეალური სახელების რეგისტრაციისას მიღებული ახალი ზომები წარმოადგენენ ცენზურის შემოღების მცდელობას‚ ვინაიდან ისინი ხელს უწყობენ ქსელში კრიტიკული გამონათქვამების ავტორების აღმოჩენას.

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება