markup logo

411

ჩინელებმა დაამყარეს ახალი მსოფლიო რეკორდი ონლაინ მოთამაშეების რაოდენობაში: 3 მილიონი მოთამაშე ერთდროულად

onlinegame

დამყარებულია ონლაინ თამაშების ახალი მსოფლიო რეკორდი. ამ დღეებში აზიაში პოპულარული თამაშის ჩინური ვერსიის Dungeon&Fighter–ის მოთამაშეების რაოდენობამ  გადააჭარბა 3 მილიონს. 

წინა რეკორდი Dungeon&Fighter –მა დაამყარა გასული წლის ივნისში, როდესაც ერთდროულად თამაშობდა 2,6 მილიონი გეიმერი. ახალი მიღწევა თამაშის მწარმოებლის ამერიკული კომპანიის Nexon–ის წარმომადგენელთა თქმით, შესაძლებელი გახდა მიმდინარე წელს გამოშვებული თამაშის დიდი განახლების გამო.

შედარებისთვის World of Warcraft–ის  ჩინურ ვერსიას 2008 წელს ერთდროულად სტუმრობდა მილიონი მოთამაშე.  დანარჩენ სამყაროში ამ პარამეტრებით ლიდერობენ League of Legends (1,3 მილიონი) და Call of Duty: Modern Warfare 3, რომელმაც ერთხელ შეაგროვა Xbox Live–ში  1,4 მილიონი მოთამაშე.

Dungeon&Fighter (სრული დასახელება Dungeon Fighter Live: Fall of Hendon Myre)Dungeon&Fighter – თამაში კლასიკური, Streets of Rage თამაშების სტილში , 2,5 D გრაფიკაში შესრულებული თამაში.

თამაშის მსვლელობისას გეიმერები იკვლევენ მიწისქვეშა გამოქვაბულებს, ეომებიან ამ გამოქვაბულების ბინადარ მონსტრებს და სხვა მოთამაშეებს. არჩევანი არის ხუთი სხვადასხვა კლასის პერსონაჟიდან: მკვლელი, მებრძოლი, მსროლელი, ჯადოქარი და ხუროთმოძღვარი.

კატეგორია: თამაშები, ინტერნეტი, ონლაინ თამაშები, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება