markup logo

1,095

ჩინეთში შექმნეს მსოფლიოში პირველი სმარტფონი Full HD ეკრანით

oppo

ჩინურმა კომპანია Oppo–მ დააანონსა Oppo Finder 5 – პირველი ტელეფონი 1080p (1920 × 1080 პიქსელი) ეკრანით. Oppo Finder 5 აღჭურვილი იქნება ხუთ დიუიმიანი ეკრანით გაფართოებით 441 პიქსელი ერთ დიუიმზე. კომპანიის ხელმძღვანელმა ჩენ მინიენმა განაცხადა, რომ ამ მაჩვენებლებით Oppo Finder აღემატება iPhone –ს (326 პიქსელი დიუიმზე) და Nokia Lumia 920 (331 პიქსელი დიუიმზე).

მოწყობილობაზე დაყენდება ოპერაციული სისტემა Android 4.1 Jelly Bean. სმარტფონი შექმნილია 4 ბირთვიან პროცესორზე Qualcomm Snapdragon APQ8064 S4 Pro ტაქტური სიხშირით 1,5–დან 1,7–მდე Hz (ანალოგიური პროცესორი გამოიყენება Galaxy S III–ის ამერიკულ ვერსიაში).

მოწყობილობაში ჩაშენებული იქნება 2 GB ოპერატიული მეხსიერება, 12 მეგაპიქსელიანი ძირითადი კამერა და 2 მეგაპიქსელიანი ფრონტალური. მოწყობილობა იქნება  მიწოდებული 16 გიგაბაიტიან და 32 გიგაბაიტიან ვერსიებში. კვებას უზრუნველყოფს ძლიერი აკუმულატორი.

Oppo Finder 5 –ის ფასი არ გამოცხადებულა. ასევე უცნობია  ოფიციალური გამოსვლის თარიღი. თუ კომპანია მოახერხებს გამოცხადებული მაჩვენებლების რეალიზებას სწრაფად და ხარისხიანად, აპარატი გაუწევს სერიოზულ კონკურენციას Samsung, LG და HTC. განსაკუთრებით, თუ აპარატი რეკორდული გაფართოებით  იაფიც იქნება.

ჩინური კომპანიის წინა რეკორდია – მორიგი „ყველაზე თხელი სმარტფონი  მსოფლიოში“, 6,65 მილიმეტრის სისქით.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება