markup logo

1,043

ჩინეთში გამოუშვეს ტელეფონი iPhone 5–ის „მოტივებზე“ – Goophone I5 Android

goophone

ჩინეთში შევიდა გაყიდვაში სმარტფონი, რომელიც პირველი შეხედვით ადვილად აგერევათ Apple–ის პროდუქტში. მთავარი სხვაობა შიგნითაა: Goophone I5 იყენებს არა iOS, არამედ  Google Android–ს.

გარდა ამისა, Apple –ის მოდელისაგან „გუფონი“ განსხვავდება ფუტკრის სახით გამოხატული მწვანე რობოტით უკანა მხარეს. მიუხედავად ხმებისა იმის თაობაზე რომ iPhone 5 ––ის დისპლეი გაიზრდება 4 დიუიმამდე, Goophone I5 – ის დიაგონალი ტრადიციულია – 3,5 დიუიმი (960х640 გაფართოებით).

Goophone I5 –ის შიგთავსი სულაც არ ახდენს შთაბეჭდილებას: ARM Cortex MT6575 პროცესორი 1 GHz სიხშირით და  512 МB ოპერაციული მეხსიერებით.  სმარტფონს აქვს ორი კამერა: ძირითადი ხუთმეგაპიქსელიანი და ფრონტალური 1,3 მეგაპიქსელი.  მოსალოდნელია, რომ Apple აჩვენებს ახალ აიფონს სექტემბრის დასაწყისში (სავარაუდოდ 12 სექტემბერს).

სხავადასხვა ჭორების თანახმად  ახალ iPhone –ს ექნება დიდი  4 დიუიმამდე დისპლეი (1136х640 გაფართოება), ოთხბირთვიანი პროცესორი A6, შიდა მეხსიერება 64 GB, რვამეგაპიქსელიან კამერა, NFC ჩიპი, 1 GB ოპერაციული მეხსიერება და 4G-ქსელების (LTE) მხარდაჭერა.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება