markup logo

709

ჩინეთმა მსოფლიოში პირველი EXAFLOPS სუპერკომპიუტერის შექმნის შესახებ განაცხადა

თუ არასოდეს გაგიგიათ ეგზაფლოფსის კომპიუტერზე EXAFLOPS (FLOPS FLoating-point Operations Per Second-ერთეული, რომლითაც იზომება კომპიუტერის მუშაობის სიმძლავრე, წამში რამდენ ოპერაციას ასრულებს), რომელთაც არაოფიციალურად „ზე-სუპერკომპიუტერს“ ეძახიან, არ არის გასაკვირი რადგან ჯერ არ არსებობს. თუმცა ამ წელს ყველაფერი შეიცვლება.

ჩინეთმა გამოაცხადა რომ, მსოფლიოში პირველი ეგზაფლოფსის კომპიუტერის პროტოტიპის შექმნა დასრულდება რამოდენიმე თვეში. თუ სისტემა იმუშავებს, როგორც გეგმაშია მითითებული, მაშინ ეს იქნება ყველაზე სწრაფი სუპერკომპიუტერი მსოფლიოში. რომელსაც შეუძლია 1კვინტილიონი ოპერაციის გამოთვლა წამში.

უფრო ადვილად გასაგები რომ იყოს, რამდენად სწრაფი იქნება ახალი ეგზაფლოფსის სუპერკომპიუტერი, შევადაროთ მოცემულ მომენტში მსოფლიოში ყველაზე ძლიერ სუპერკომპიუტერს Sunway TaihuLight, რომელსაც ყოველ წამს შეუძლია კვადრილიონი ოპერაციის გამოთვლა (1 კვადრილიონი = 1 000 000 000 000 000).

ეგზაფლოფსის დონის სუპერკომპიუტერებს შეუძლიათ პროცესების რეალურად სიმულირება, რომლებიც გამოიყენება მედიცინაში, კლიმატის გამოკვლევაში, ბიოენერგეტიკაში, დანამატების წარმოებაში, ენერგიის და თხევად სუბსტანციების დამოკიდებულებაში, მასალების ახალი ფიზიკური თვისებების გასახსნელად, დიზაინში, სამყაროს ფუნდამენტალური ძალების გამოკვლევაში და სხვა.

წყარო

კატეგორია:

კომენტარის დატოვება