markup logo

917

ჩიკაგოს სამედიცინო მუზეუმი ყიდის აინშტაინის ტვინს $9,99

ainstain

ჩიკაგოს მედიცინის და ჯანდაცვის ეროვნულ მუზეუმში შეიმუშავეს ალბერტ აინშტაინის ტვინის ფოტოების დასათვალიერებელი აპლიკაცია iPad–სთვის. ფოტოების კოლექცია ღირს 9,99 დოლარი.

„საინტერესოა, რა აღმოჩენები გველოდება ამ აპლიკაციის დახმარებით“, – ამბობს მუზეუმის კონსულტანტი სტივ ლანდერსი. – „მგონი, თავად აინშტაინს მოეწონებოდა ეს იდეა!”

ახალი აპლიკაციის დახმარებით მომხმარებელს ექნება საშუალება დაათვალიეროს პათოლოგოანატომ ტომას ჰარვის მიერ 1955 წელს გადაღებული დიდი მეცნიერის ტვინის 350 ფოტო.

ჰარვიმ ამოიღო მეცნიერის თავის ქალიდან ტვინი, რათა შეენახა ის მომავალი თაობებისთვის. ჰარვიმ დაყო ტვინი 250 ნაწილად. წლების განმავლობაში პათოლოგოანატომი აძლევდა მკვლევარებს ტვინის ნაწილებს, 1998 წელს კი გადასცა დარჩენილი ნაწილები ექიმ ელიოტ კრაუსს პრინსტონის სამედიცინო უნივერსიტეტიდან. ამიტომ დეველოპერებმა ვერ შექმნეს  ტვინის ერთიანი მოდელი: ის არ ემთხვეოდა ანატომიურ მოდელს.

მეცნიერები, რომლებიც იკვლევდნენ  გენიალური ფიზიკოსის ტვინს, იპოვეს ბევრი რამ საინტერესო და უცნაური მასში, მაგალითად ის, რომ გარკვეულ ნაწილში ის განსხვავდება ჩვეულებრივი ადამიანის ტვინის პარამეტრებისაგან.

ახლა აპლიკაციის შემქმნელებს საყვედურობენ, რომ შესაძლებელია აინშტაინს არ სურდა, რომ მისი ნეშტის ფოტოებთან ხელი ყველა მსურველს მიუწვდებოდეს. მუზეუმის დირექტორთა საბჭოს წევრი არ ეთანხმება ამ აზრს. „ჩვენ ვიცით, რომ მას არ სურდა, რომ მისი ნეშტისაგან სანახაობა გაეხადათ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ მას კარგად ესმოდა, როგორი წილი შეიძლება შეიტანოს მეცნიერებაში მისი ტვინის კვლევამ“.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება