markup logo

763

შავ ხვრელებზე „მონადირე“ ტელესკოპი Nustar–ი იღებს პირველ ფოტოს

nastar

Nasa–ს შავ ხვრელებზე „მონადირე“ მაღალენერგიულმა რენტგენულმა ტელესკოპმა გადაიღო პირველი მკვეთრი ფოტოები  კოსმოსურ სიღრმეში. Nustar (Nuclear Spectroscopic Telescope Array) ობსერვატორია გაიშვა 13 ივნისს, მისი უმთავრესი მიზანია შორეულ კოსმოსში არსებული ისეთი მაღალენერგეტიკული ობიექტების აღმოჩენა და აღწერა, როგორიც არიან შავი ხვრელები. 

Nustar 100 ჯერ უფრო მგრძნობიარეა და 10 ჯერ უფრო მაღალი რეზოლუციის სურათების გადაღება შეუძლია, ვიდრე სხვა რენტგენულ ტელესკოპებს, მის წინამორბედთა, Chandra და XMM-Newton, ჩათვლით.

პირველი სურათები ასახავენ დედამიწიდან 6000 სინათლის წლით დაშორებულ შავ ხვრელს Cygnus X-1, რომელიც თანდათან შთანთქავს გაზს ახლოს მყოფი გიგანტური ვარსკვლავისგან.

„თითქოს ახალი სათვალის მეშვეობით ნათლად და ახლებურად ხედავ სამყაროს ყველა ასპექტს“, ამბობს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი ფიონა ჰარისონი. გამოსახულების ზედა მარჯვენა მხარეს ხედავთ Integral ტელესკოპით გადაღებულ მთვარეზე ორჯერ უფრო მეტ სივრცეს, ქვემოთ კი Nustar –ის ფოტოა – Integral–ის ფოტოს შუა ნაწილი, ეს ასახავს  Nustar–ის შესაძლებლობას გამოსახულების მასშტაბირებისა.

ორწლიანი მისიის განმავლობაში ტელესკოპის ფოკუსში  ძირითადად  შავი ხვრელები იქნება – წარსულში საკმაოდ რთული იყო მკვეთრი სურათის გადაღება, რადგან შავი ხვრელების რენტგენის სხივები აფერხებდნენ გადაღების პროცესს.

რენტგენ ტელესკოპი დააფიქსირებს თუ როგორ „იქცევიან“ შავი ხვრელები – ასევე რა სისწრაფით ბრუნავენ და მათ ირგვლივ მიდამოებს, სადაც  ტემპერატურა შეიძლება ასობით ათას და მილიონობით გრადუსსაც კი აღწევდეს. საბოლოო მიზანია შავი ხვრელების რუკის შექმნა, იმის დასადგენად, თუ როგორ ნაწილდებიან ისინი სივრცეში, რა ფუნქცია აქვთ მძიმე ელემენტებს ვარსკვლავთა აფეთქების პროცესში და რა არ აძლევს საშუალებას ზეაქტიურ გალაქტიკებს რომ დაიშალნონ. ასევე გამოსაკვლევია ვარსკვლავები, რომლებიც ფეთქდებიან „ზეახალი“ ვარსკვლავების მსგავსად.

სიაში შემდეგია „ახალდაბადებული“ ვარსკვალვის G21.5-0.9  „ბედის“ გამოკვლევა, მას მოჰყვება 3C273–მაღალენერგიული კვაზარი (გალაქტიკის ბირთვი),  ორი მილიარდი სინათლის წლით დაშორებული დედამიწიდან. ეს ორი ობიექტი, თავდაპირველ ფოტოსთან ერთად იქნება გამოყენებული ტელესკოპზე ოპტიკური ინსტრუმენტების და სენსორების დასაკონფიგურირებლად, იდეალური პარამეტრებისა და პოზიციისთვის.

Nustar არის ნაწილი Nasa–ს მცირე კვლევითი პროგრამისა, რომელიც შექმნილია შედარებით დაბალფასიანი ოპერაციებისთვის.  სხვა მცირე კვლევების ინიციატივა Gravity and Extreme Magnetism Small Explorer (Gems), რომელიც უნდა გაშვებულიყო 2014 წლის ივლისში,  შეწყდა ხარჯების ზრდის გამო. Gems აპირებდა რენტგენ ტელესკოპის გამოყენებას იმის გამოსაკვლევად, თუ როგორ მოქმედებს მბრუნავი შავი ხვრელის გრავიტაციის ძალა დროზე და მატერიაზე.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება