markup logo

790

„ყველაზე პირატული ქვეყნების“ ახალი ამერიკული სიის სათავეში არიან ჩინეთი, რუსეთი და უკრაინა

pirate

აშშ–ს კონგრესმა გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომელშიც, 70 დეპუტატისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი ასახელებს ყველაზე „პირატულ“ ქვეყნებს, რომელთა შორისაც რუსეთი, ჩინეთი და უკრაინა ლიდერები არიან.

კონგრესის დეპუტატები ურჩევენ აშშ–ს მთავრობას მიაქციოს ყურადღება საავტორო უფლებების დარღვევას რუსეთში, ჩინეთსა და უკრაინაში, ასევე შვეიცარიაში და იტალიაში, რადგან ამის გამო ამერიკელი ავტორები და მთლიანად ეკონომიკა ზარალშია.

„ინტელექტუალური საკუთრების უფლებების არასაკმარის დაცვას ამ ქვეყნებში მოაქვს დიდი ზარალი ამერიკელ ავტორებისთვის და მთლიანად ეკონომიკისთვის“, – მითითებულია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ ამ სიაში მოხვედრილებს არ ადანაშაულებენ კანონის დარღვევაში. ვაშინგტონი მიმართავს ამ ქვეყნებს გააძლიერონ ბრძოლა მეკობრეებთან.

ამასთან დოკუმენტის ავტორები, ამახვილებენ ყურადღებას იმ ფაქტზე რომ რუსეთი, ჩინეთი და უკრაინა იყვნენ ამ სიაში შარშანდელი მონაცემების მიხედვითაც, შვეიცარია და იტალია კი პირველად მოხვდნენ პირატული ქვეყნების რიგში.

ერთდროულად კანადასა და ესპანეთში, რომლებიც ადრე იტალიის და შვეიცარიის ადგილს იკავებდნენ ამ ჩამონათვალში, კონგრესმენების აზრით, სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება