markup logo

972

„ღრუბლოვანი“ ფაილების საცავი Microsoft SkyDrive ამუშავდა Android მოწყობილობებზე

skydrive

Microsoft–მა გამოუშვა „ღრუბლოვანი“ ფაილთა საცავი Android მოწყობილობებისთვის. აპლიკაცია SkyDrive Android –სთვის უკვე ხელმისაწვდომია უფასოდ ინტერნეტ მაღაზიაში Google Play. ინსტალაციისთვის საჭიროა არანაკლებ 2,3 ვერსია, მაგრამ Microsoft –ის ბლოგზე აღნიშნულია, რომ ყველაზე კარგად აპლიკაცია მუშაობს 4.0 (Ice Cream Sandwich) ვერსიაში. 

აპლიკაციამ უკვე დაიმსახურა მომხმარებელთა დადებითი გამოხმაურება – 4,5 ვარსკვლავი მაქსიმალური ხუთიდან 1,137  ხმიდან.  უპირატესობებში ჩამოთვლილია ერთდროულად რამდენიმე ფოტოსურათის ატვირთვის შესაძლებლობა, ახლახანს გამოყენებული დოკუმენტების გადახედვის საშუალება და SkyDrive–ის ფაილების გახსნის საშუალება სხვა Android აპლიკაციიდან.

აპრილში Microsoft –მა გამოუშვა კლიენტი SkyDrive iOS მოწყობილობებისთვის და Windows Phone –სთვის. გარდა ამისა, ახლახანს კომპანიამ განაახლა SkyDrive.com–ის ვებ ვერსია, დაამატა ძიება, ინსტრუმენტების კონტექსტური პანელი, ფუნქცია drag-and-drop, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია  ელემენტების გადატანა და ფაილების სორტირება, რომელიც რეალიზებულია HTML5–ის მეშვეობით.

კატეგორია: Software, სხვადასხვა, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება