markup logo

193

ღონისძიებაზე დასასწრები ბილეთი შესაძლოა სახის სკანირებამ ჩაანაცვლოს

შესაძლოა ნებისმიერი ღონისძიების ბილეთი მალე სახის სკანირების მეთოდმა ჩაანაცვლოს. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

საუბარია სპეციალურ ტექნოლოგიაზე, რომელიც ადამიანის სახის სკანირების საფუძველზე ადგენს აქვს თუ არა მას კონკრეტულ ღონისძიებაზე დასასწრებად შეძენილი ბილეთი.

კომპანია Ticketmaster-ი განმარტავს, რომ ტექნოლოგიის მეშვეობით ადამიანებს ბილეთების შესამოწმებლად რიგში დგომა აღარ მოუწევთ. იმისთვის რომ ინოვაციურმა გამოგონებამ გამართულად ფუნქციონირება შეძლოს, საჭიროა საკონცერტო დარბაზებში დამონტაჟებული იყოს სპეციალური კამერები, რომლებიც ავტომატურად ამოიცნობენ მომხმარებლებს.

სფეროს სპეციალისტების ნაწილი ვარაუდობს, რომ ეს მიდგომა ადამიანების პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით რისკის შემცველია.

ახალი ტექნოლოგია სათვალთვალო კამერების დამონტაჟების პარალელურად კომპანიის მომხმარებელთა მონაცემთა ბაზის შექმნას გულისხმობს.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება