markup logo

997

ფრთხილად – გეიმ-­დამოკიდებულება!

gamed

ოჰაიოს შტატის‚ ქალაქ კოლამბუსის 15 წლის მცხოვრები ტაილერ რიგბი „Modern WarFare“­-ს 4 დღე თამაშობდა‚ შედეგად‚ საჭირო გახდა მისი ჰოსპიტალიზაცია „გაუწყლოებისა და გამოფიტვის“ დიაგნოზით“.

ტაილერის დედა ყვება‚ რომ მარათონული სათამაშო სესიის შემდეგ ბიჭი აშკარად „ვერ იყო“… ერთ მომენტში კი‚ უბრალოდ‚ იატაკზე დაეცა და ვეღარც ადგა.

თუმცა‚ ამ ისტორიას კეთილი დასასრული აქვს. ექიმები ამტკიცებენ‚ რომ ტაილერი გამოჯანმრთელდება‚ მაგრამ მოზარდის დედა უკვე აპირებს სათამაშო მისადგმელის დამალვას.

თამაშების ხანგრიძლივი სეანსებით გატაცება უფრო დამახასიათებელია აზიელი გეიმერებისთვის და არც თუ ისე იშვიათად‚ უფრო ცუდადაც მთავრდება. 15 ივლისს 18 წლის ტაივანელი ადგილობრივ ინტერნეტ კაფეში გარდაიცვალა Diablo III­-ის 40­საათიანი თამაშის შემდეგ.

თამაშის გამომშვებმა კომპანია „Blizzard“-­მა სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილის ნათესავებსა და ახლობლებს და ჯერ კიდევ ცოცხალ კომპიუტერული თამაშების ფანატიკოსებს მოუწოდა: „ბოროტად ნუ გამოიყენებენ გართობას“.

ინტერნეტ­დამოკიდებული ინდივიდები ფსიქიატრების აზრით‚ ხშირად ეჯახებიან სოციალურ პრობლემებს‚ მათ შორის ყველაზე გავრცელებულია: სოციოფობია‚ გარეგნული და მეტყველების დეფექტები‚ ზედმეტი წონა‚ სექსუალური პრობლემები‚ სირთულეები ადამიანებთან ურთიერთობებში‚ ასევე‚ უთავმოყვარეობა და ყველაფერი‚ რაც ამათთანაა დაკავშირებული. ადამიანს შეიძლება‚ არ ჰყოფნის ყურადღება ან ნდობა ახლობლებისგან‚ დამოუკიდებლობა და თავდაჯერება. ამ ყველაფრის ნაკლებობა უბიძგებს ინდივიდს ვირტუალური რეალობისკენ‚ რომელიც თავშესაფარს აძლევს რეალური სინამდვილისგან. პიროვნება ცხოვრობს რეალურ სამყაროში და „ოცნებობს ცხადად“.

კატეგორია: თამაშები, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება