markup logo

812

ფოტოელექტრული მცურავი კუნძული წყალქვეშა რელაქსაციისთვის

ilend

დიზაინერმა მიქელ პაზოლანტემ (Michel Puzzolante) გამოიგონა თვითმართვადი მცურავი „ლუქს–კუნძული“ , რომელიც მუშაობს სრულად განახლებად ენერგიის წყაროებზე. „მზის მცურავი კურორტი“ „ნაწილობრივ საცხოვრებელი, ნაწილობრივ იახტა და ნაწილობრივ წყალქვეშა ნავია“.

ის  გათვლილია 6 სტუმრამდე მომსახურეობაზე (ორი ერთადგილიანი და ორი ორადგილიანი საძინებლით) ფართო საერთო სივრცითა და ასევე რამდენიმე პატარა, მყუდრო ადგილით.  სპირალურ კიბეს ჩაჰყავხართ პირდაპირ ხომალდის ფსკერზე, წყალქვეშა მინის „ობსერვატორიაში“, საიდანაც შესაძლებელია ოკეანის ფლორისა და ფაუნის დათვალიერება.

უმსუბუქესი კარკასი დაფარულია თხელი ფოტოელექტრული ფირფიტებით, რაც საშუალებას აძლევს მცურავ კურორტს მთელი დღის განმავლობაში შთანთქოს მზის ენერგია. ინტერიერი ასევე დაფარულია თხელი მგრძნობიარე ფოტოელექტრული ფირფიტებით, რომლებიც შთანთქავენ ხელოვნურ შუქს ღამით. კარკასში არის 30 სანტიმეტრინი ვაკუუმიანი სივრცე იზოლაციისთვის. ფოტოელემენტებით გამომუშავებული  ელექტრული ენერგია გროვდება ბატარეებში, რომლებიც შემდეგ გამოიყენება ღამის განმავლობაში ხომალდის ენერგოსისტემების მიერ.

ალბათ სულაც არ გაგაჩნიათ სურვილი გაატაროთ  შტორმიანი ღამე  ამ მცურავ მზიან კურორტზე, თუმცა ის ამისთვის არც არის განკუთვნილი.  ოცმეტრიანი სიგანის კარკასით ეს ნავსაცხოვრებელი „იმუშავებს“ ნაპირზე მყოფ სასტუმროებსა და კურორტებთან მჭიდრო კავშირში. გარე ფართო გემბანი აღჭურვილია შეზლონგებითა  და ექვსკაციანი  ჯაკუზით.

სანამ ეს გამოგონება კონცეფციად რჩება, პაზოლანტე ამბობს: კარგად დამუშავებული  დიზაინითა და კონსტრუქციული გეგმებით  პროექტი მზად არის განსახორციელებლად. იმედია, ახლო მომავალში მცურავი კურორტი რეალობაში მოგვევლინება.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება