markup logo

881

ფედერალური ბიურო უკვე ტესტავს მილიარდი დოლარის ღირებულების მქონე სახეების ამოსაცნობ სისტემას

cam

ფედერალური ბიური ნერგავს ბიომეტრიული ინფორმაციით ამოცნობის ახალ სისტემას, რომელიც ჩაანაცვლებს თითების ანაბეჭდების ეროვნულ მონაცემთა ბაზას.

სისტემაში, სახელად NGI (Next Generation Identification, “ახალი თაობის იდენტიფიკაცია”) განთავსდება თითების ანაბეჭდები, თვალის ფერადი გარსის ფოტოები, სახეების ფოტოები, დნმ–ის ნიმუშები, ხმის ნიმუშები და სხვა ბიომეტრიული მონაცემები. სისტემის შემუშავების ღირებულება 1 მილიარდი დოლარია. 

მონაცემთა ერთიანი ბაზა საშუალებას მისცემს სამართალდამცავებს  გაცილებით უფრო სწრაფად გაარკვიონ ბოროტმოქმედთა ვინაობა და ჩაატარონ საგამოძიებო ღონისძიებები. NGI მუშაობს მიმდინარე წლის თებერვლიდან სატესტო რეჟიმში აშშ–ს ხუთ შტატში, 2014 წლისთვის კი იქნება გაშვებული მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

მონაცემთა ბაზის შევსება იგეგმება კრიმინალისტური ექსპერტიზების დროს და სხვა მეთოდებით, მათ შორის ქუჩის სათვალთვალო კამერებიდან ინფორმაციის ამოღებით. მეცნიერები, რომლებიც მუშაობენ ამოცნობის ალგორითმებზე, ამბობენ, რომ სისტემას შეუძლია ამოიცნოს ადამიანი მაშინაც კი, როდესაც ის არ უყურებს პირდაპირ კამერას.

მონაცემთა ბაზაში არსებული ფოტოების გამოყენებით, პროგრამა აწყობს ძიების ობიექტის თავის 3D მოდელს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია ეჭვმიტანილის ამოცნობა, თუ ის იმალება ულვაშებსა და წვერებში, ან სათვალეში. პროგრამა იყენებს ინფრაწითელი კამერით გადაღებულ მასალებს და პოულობს ბოროტმოქმედებს ბნელ ქუჩებშიც კი.

ამასთან ფედერალური ბიურო არ აკეთებს Facebook–ის ფოტოების იმპორტირებას, თუმცა ექსპერტების აზრით გაიზრდებოდა ბაზის მოცულობა და სახეების ამოცნობის სიზუსტე.  თუმცა, ამის გარეშეც არის, შფოთვის საბაბი.

ფედერალური ბიურო არ იძლევა არანაირ გარანტიას, რომ მონაცემთა ბაზაში იქნება მხოლოდ ინფორმაცია ბოროტმოქმედებზე. ეს ფაქტი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს დამოუკიდებელ ექსპერტებში, რომლებიც თვლიან, რომ ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა.

სამართალდამცავები შიშობენ, რომ სისტემაში შეიძლება ჩაიტვირთოს პირადობების ასლები, დნმ–ის ნიმუში სამედიცინო მონაცემთა ბაზებიდან და თვალის ფერადი გარსი, რომლებიც ინახება კომერციული კომპანიების ბაზაში – ამგვარად , ფედერალურ ბიუროს ხელში ექნება ძალზე მძლავრი ინსტრუმენტი მოქალაქეებზე სათვალთვალოდ და დემოკრატიული თავისუფლების  ჩახშობის.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება