markup logo

853

უფასო Wi-Fi ქსელი აშშ-ში

wi-fi

ამერიკის შეერთებული შტატების საკაბელო ქსელების ხუთი მსხვილი ოპერატორი‚ რომლებიც ინტერნეტში შესვლას უზრუნველყოფენ‚ შეთანხმდნენ‚ ერთობლივად მოემსახურონ თავიანთ კლიენტებს მაღალი სიჩქარის Wi-Fi­ის სერვისით მთელ ქვეყანაში.

მალე კომპანიები „Hause Networks“‚ „Cablevision“‚ „Comcost“‚ „Time Warner Cable“ და „Cox Communications“ გააერთიანებენ თავიანთ Wi-Fi ქსელებს იმისათვის‚ რომ თავიანთ აბონენტებს მისცენ ინტერნეტში უფასო შესვლის საშუალება.

პროექტის მონაწილეების აზრით ეს ინიციატივა დღეისათვის უმსხვილესი პროექტია – საკაბელო ტელევიზიებისა და ინტერნეტის ოპერატორების ძალებით განხორციელებულთა შორის.

ეს ქსელი უზრუნველყოფს კლიენტებს სწრაფი და საიმედო ინტერნეტ­სერვისით   როდესაც სახლის ან სამუშაო ქსელი არ არის ხელმისაწვდომი. იმისათვის‚ რომ ისარგებლოთ ქსელით‚ უნდა გქონდეთ აქტიური ხელმოწერა ხუთი პროვაიდერიდან ნებისმიერი ერთის მომსახურებაზე.

საწყის ეტაპზე ქსელში გააერთიანებენ 50 ათას საკონტაქტო წერტილს ნიუ­იორკში‚ ფილადელფიაში‚ ლოს­ანჯელესში და ფლორიდის შტატის რამდენიმე ქალაქში. შემდგომში ქსელს გააფართოვებენ‚ ხოლო მასთან მიერთება მთლიანად ავტომატური გახდება‚ შესვლის ყველა წერტილი მიიღებს ერთიან იდენტიფიკაციას Cable Wifi-ს.

ტესტურ რეჟიმში Cable Wifi უკვე მუშაობს ნიუ­იორკში და ფლორიდას შტატის ცენტრალურ ნაწილში.

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება