markup logo

359

ულტრაბუქები ჯერ კიდევ ცუდად იყიდება

ub

ანალიტიკურმა კომპანია IHS iSuppli –მ შეამცირა 2012 წლის ულტრაბუქების გაყიდვების პროგნოზი 10,3 მილიონამდე, თუმცა სულ ახლახანს პროგნოზი იყო 22 მილიონი ამ კლასის ნოუტბუქის. გაყიდვების დაბალი მაჩვენებლის მიზეზად სპეციალისტები ასახელებენ მაღალ ფასებს და წარუმატებელ რეკლამირებას.  

ექსპერტებმა ასევე გადახედეს 2013 წლის პროგნოზებს: 61 მილიონის ნაცვლად მომავალ წელს ვარაუდობენ ამ მოწყობილობების 44 მილიონს.

როგორც აღნიშნულია ანალიტიკოსების ანგარიშში, ბევრმა მომხმარებელმა არც კი იცის რა არის ულტრაბუქი. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ კომპიუტერული ინდუსტრიის მოთამაშეებმა ვერ შექმნეს სათანადო სარეკლამო გარემო ამ მოწყობილობების მოთხოვნადობისთვის. განსაკუთრებით მძაფრად დგას ეს პრობლემა პლანშეტების და სმარტფონებისადმი  საერთო ინტერესის ფონზე.

ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ფასიც: ამერიკული სავაჭრო ქსელის Best Buy ასორტიმენტის მაგალითზე  აგვისტოში ჩატარებული კომპანია Sterne Agee–ის კვლევის თანახმად, ულტრაბუქების სამი მეოთხედი ღირს 950 დოლარზე მეტი.

ულტრაბუქების გამოშვების გაფართოებას ხელს უშლის ასევე კონკურენცია Apple –ის მხრიდან: ის ფლობს უამრავ პატენტს, რომელიც იცავს MacBook Air –ის მოდელებში  გამოყენებულ ტექნოლოგიებს. ამიტომ მწარმოებლებმა უნდა მიმართონ მთელი ძალები  კვლევასა და განვითარებაზე, რომ თავი აირიდონ სასამართლო პრეტენზიები   Apple –ის მხრიდან.

ულტრაბუქების კონცეფცია გაჩნდა კომპანია Intel –ში, რომელმაც 2011 წელს დაჰპირდა მომხმარებლებს კომპიუტერის „ხელახლა გამოგონება“ და იწინასწარმეტყველა, თუ როგორი იქნება „მომავლის ნოუტბუქი“. შემდეგ კომპანიამ დაიწყო მოლაპარაკებები Acer, Asustek, Lenovo და Samsung–თან ახალი მსუბუქი სენსორული ეკრანებით, ხანგრძლივი მუშაობის უნარით ნოუტბუქების გამოშვების თაობაზე.

წარმატებით რომ გაუწიონ კონკურენცია Apple–ის  MacBook Air–ის ნოუტბუქებს,  ასეთმა ნოუტბუქებმა უნდა იმუშაონ მთელი დღის განმავლობაში ელემენტის ერთი დატენვით – გამოთვლითი წარმადობის ხარვეზების გარეშე და მუდმივი ინტერნეტ კავშირის რეჟიმში.

Intel –ში იმედოვნებდნენ, რომ მიმდინარე წლის ბოლოსთვის ნოუტბუქების ახალ კატეგორიაზე იქნებოდა ნოუტბუქების გაყიდვების 40 %. მათი გამოშვება უკვე დაიწყეს Asustek (ASUS), Acer, Lenovo და Samsung–მა.  ულტრათხელი ლეპტოპების Ivy Bridge –ის პროცესორებზე მეორე თაობის გამოჩენა დაგეგმილია 2013 წლის პირველი ნახევრისთვის.

ულტრაბუქების მესამე თაობა მიკროარქიტექტურა Haswell ჩიპებით გამოვა 2013 წელს.   პერსპექტივაში Intel გეგმავს Ivy Bridge –ის ტექნოლოგიების გამოყენებას უფრო ეკონომიური და უფრო მაღალი წარმადობის Intel Atom პროცესორებისთვის მობილური მოწყობილობებისთვის. ჩვეული ნოუტბუქის კონცეფციაში ცვლილებები მოსალოდნელია Windows 8, Windows 9 –ში და ასევე Intel –ის მრავალწლიანი პარტნიორის Microsoft–ის მომდევნო პლატფორმებშიც.

პროცესორების გიგანტი სთავაზობს ამ მოწყობილობებში  სამგანზომილებიანი ტექნოლოგიების, მაღალი გაფართოების სამომხმარებლო ინტერფეისებისა და სხვადასხვა გადამცემების, ასევე მყარი შემგროვებლების, აკუმულატორების და მოდიფიცირებული კორპუსების ჩართვას.

კატეგორია: Hardware, ლეპტოპები .

კომენტარის დატოვება