markup logo

845

ტორენტ–კლიენტების მომხმარებლებს უკვე მინიმუმ სამი წელია უთვალთვალებენ

torrent

კიბერუსაფრთხოების ბრიტანელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელმაც დაადასტურა, რომ არსებობს სისტემა, რომელიც აფიქსირებს  მსხვილი ტორენტ–ტრეკერების თითოეული მომხმარებლის IP–ს.

კვლევის მსვლელობისას ბირმინჰემის უნივერსიტეტში მეცნიერები მიჰყვებოდნენ პოპულარულ 420 ტორენტ ტრეკერს სამი წლის განმავლობაში.

მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელის ტომ კოტის სიტყვებით, თუნდაც ერთხელ ჩამოტვირთული ფილმით შესაძლებელია მომხმარებლის აღმოჩენა.  საერთოდ კი, ტორენტებიდან ინფორმაციის მიმღები მომხმარებლების  აღმოჩენა შესაძლებელი სამი საათის განმავლობაში.

იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი გასცემს პირველ ასეულში შემავალ კონტენტს,  სისტემები ჩაიწერენ მის IP მისამართს რამდენიმე საათის განმავლობაში. ნაკლებად მოთხოვნად კონტენტს ნაკლებად უთვალთვალებენ.

ბრიტანელებმა დააფიქსირეს არანაკლებ 10 კომპანია, რომლებიც მუდმივად მიჰყვებიან ჩატვირთვებს, მაგრამ ვერც ფარული მონიტორინგის ტექნოლოგიით ამოიცნეს მფლობელები ან შემკვეთები. სავარაუდოდ, ეს არის საავტორო უფლებების დაცვის და კომპიუტერული უსაფრთხოების კომპანიები.

ფაილების გამცვლელი კლიენტების თითოეული მომხმარებელი ერთდროულად ტვირთავს და გასცემს, ამიტომ ტორენტ–ქსელის ყველა მონაწილე არღვევს უმეტეს ქვეყანაში მოქმედ ინტელექტუალური საკუთრების დაცვის შესახებ კანონს.

თუმცა, IP–მისამართის განსაზღვრის სიმარტივის მიუხედავად, იურისტები თვლიან, რომ ქსელის მისამართი ვერ შეასრულებს  მტკიცებულების როლს სასამართლოში, რადგან მიუთითებს არა კონკრეტულ ადამიანზე, არამედ სისტემასთან დაკავშირების ფაქტზე.

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება