markup logo

750

ტეხასში შემოდის საიდენტიფიკაციო ბარათები, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია მოსწავლეების ადგილმდებარეობის ამოცნობა

df

შტატ ტეხასის საშუალო სკოლებში ნერგავენ  სპეციალურ საიდენტიფიკაციო ბარათებს მოსაწვლეების ადგილმდებარეობის ამოსაცნობათ. განახლებულ ბარათებში ჩაშენებული იქნება სპეციალური რადიოსიხშირის იდენტიფიცირების  მიკროჩიპები (RFID), რომლებიც გამოიყენება ბარათის მფლობელის ადგილმდებარეობის დასადგენად.

საოლქო ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ RFID მიკროსქემების გამოყენება ბარათებში აწევს უსაფრთხოების დონეს და საშუალებას მისცემს მოსწავლეების დათვლას ყოველი დღის დასაწყისში, რათა თავი აარიდონ სკოლების სახელმწიფო დაფინანსების შემცირებას, რადგან დაფინანსება დამოკიდებულია დასწრებაზე.

მოსწავლეებმა მუდმივად უნდა ატარონ ბარათები, დაკარგვის შემთხვევაში კი მშობლებს დაეკისრებათ ჯარიმა.

პროგრამის საცდელი გაშვება დაგეგმილია ოქტომბრისთვის – ბარათების გამოყენებაზე გადაყვანილი იქნება 4,2 ათასი მოსწავლე ოლქის 2 სკოლიდან. ექსპერიმენტის შემდეგ ეტაპზე უკვე ჩაერთვება 112 სკოლა და თითქმის 100 000 მოსწავლე.

მოსწავლეები კი შეშფოთებული არიან იმ ფაქტით, რომ მიკრო ჩიპების მეშვეობით მათ უთვალთვალებენ არა მხოლოდ სკოლაში ყოფნის დროს, არამედ თავისუფალ დროსაც, მაგრამ ეს ასე არ არის – RFID იკითხება მხოლოდ სპეციალური გადამცემებით, რომლებიც დაყენებულია სკოლის გარე ტერიტორიაზე. ჩვეულებრივი RFID –ის მიმღების მოქმედების რადიუსია 5 მეტრამდე.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება