markup logo

411

ტექნიკური კომპანიების თავდაპირველი, შეუხედავი ლოგოები

ბევრი გიგანტური ტექნოლოგიური ბრენდი და კომპანია, რომელსაც დღესდღეობით კარგად ვიცნობთ და გვიყვარს, საწყის ეტაპზე სულაც არ გამოიყურებოდა ასე  მომხიბვლელად. საკმარისია შეხედოთ მათ თავდაპირველ  ლოგოებს: თითქმის ყველა საშინლად შეუხედავია, თუმცა ნელ–ნელა დაიხვეწა და მიიღო ის სახე, რომელსაც  დღეს ვხედავთ.  წარმოგიდგენთ ყველაზე „უფერულ“ დასაწყისს:

რამდენიმე „ ხუმარა“ ადამიანმა Stock Logos–დან შეადარა ცნობილი ლოგოები მათ საწყის ფორმებს,  საკმაოდ სახალისოა იმდენად არ ჰგვანან არსებული  ლოგოები თავიანთ შორეულ პროტოტიპებს, რომლებიც  საყოველთაოდ აღიარებულნი არიან შეუხედავებად. ვინ   განაცხადა მათზე თანხმობა? ან  სულაც ხუმრობა ხომ არ იყო ეს ყოველივე? თავად განსაჯეთ.

Microsoft

ალბათ ჩემი ყველაზე საყვარელი თავდაპირველი  ლოგო, რადგან ის საოცრად ძველად და ნოსტალგიურად გამოიყურება. ის ძალზე  კარგად გვიმხელს, რომ Microsoft– მა ფეხი  70–იანებში აიდგა.

Apple

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ეს ლოგო ყველა ლეპტოპის, ტელეფონის და პლანშეტის თავსახურზე? წარმოიდგინეთ ფილმები  თუ სატელევიზიო შოუ მისი „მონაწილეობით“…

 Motorola

ეს ალბათ ვიღაცის ხელმოწერა იყო…

RCA (Radio Corporation of America)

რა უყვარს ხალხს? მართალი ბრძანდებით, ძაღლები!  ხოდა ჩავსვათ ძაღლი ლოგოშიმოდით.  ჩასმულია.

Canon

ამის ინტერპრეტაცია საკმაოდ გამიძნელდება.. მგონი, ვიღაც ვნახე ამგვარი სვირინგით.

AT&T (აშშ – ს  ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანია)

AT&T –მა დაიმსახურა Razzy ჯილდო  ლოგოზე ყველაზე ბევრი სიტყვის დატევისთვის.

Nintendo (ვიდეოთამაშების მწარმოებელი იპონური კომპანია )

მარიოს დინასტიის თავდაპირველი ლოგო სინამდვილეში იაპონურ წითელ მალბოროს წააგავს.

 IBM (International Business Machines)

ეს ლოგო უფრო ჰოლივუდს შთააგონებდა.

 Kodak

ეს კლაკნილი მახრჩობელაა?  თუ ჩინური იეროგლიფი?  ან არა, ცვილის ბეჭედია ალბათ. რაც არ უნდა იყოს, IBM–სას სჯობს…

 Xerox

კიდევ ერთი სახალისო მოდელი,  ისე მოძველებულად გამოიყურება, რომ შეიძლება წარმოიდგინო საერთოდ როგორ უნდა გამოიყურებოდეს ყველა ძველმოდური ნივთი.

 Nokia

რაც უნდა იწარმოებოდეს ფინეთში, ყველაფერი მაინც თევზეულობას უბრუნდება…

LEGO

არ გახლავთ მთლად ტექნიკური კომპანია, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ამ სტატიის თემატიკიდან გამომდინარე, გამომადგა.

Google

საბავშვო სათამაშოების კომპანია.

Firefox

ეს პოკემონია!

Facebook

ალ პაჩინოს სახე ყოველთვის ოდნავ შიშის მომგვრელი იყო. ვფიქრობ ეს ლოგო გაფრთხილებაა.

Twitter

უეჭველი ყველა დროის ყველაზე შეუხედავი ლოგო. და ამით ვასრულებთ.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება