markup logo

977

„ტერმინატორის სათვალე“ პლანშეტი და პლეერ-­ბუშტი – Google­-სგან

gogleIO

სან–ფრანცისკოში (აშშ) ოთხშაბათს გახსნილ „Google I/O“-­ის დამმუშავებელთა სამდღიან კონფერენციაზე‚ როგორც მოელოდნენ‚  წარმოადგინეს ახალი პროდუქტების ანონსი‚ რომელიც მოწოდებულია‚ გაამწვავოს კონკურენცია მობილური მოწყობილობების ბაზარზე.

ყველაზე საინტერესო სიახლე – ესაა „მომავლის სათვალე“‚ მორიგი პროტოტიპი სატარებელი კომპიუტერისა‚ რომელიც „Google X ­ის“ ლაბორატორიაში პროექტ „Project Glass“-­ის ჩარჩოებში მუშავდება. ახლა ეს მოწყობილობა ფიგურირებს‚ როგორც „Google Glass Explorer Edition“‚ ანდა‚ უბრალოდ‚ „Google Glass“.

მოცემული მოწყობილობა‚ დამმუშავებელთა ჩანაფიქრით‚ მომავალში უნდა გახდეს ყოველდღიური ცხოვრების განუშორებელი ნაწილი‚ მან უნდა შეცვალოს‚ როგორც მინიმუმ‚ ვიდეორეგისტრატორი‚ ნავიგატორი‚ ფოტოაპარატი‚ ვიდეოკამერა და სმარტფონი. მაგრამ კომპანიის დამმუშავებელთა რგოლებზე და ინტერვიუში „ტერმინატორის სათვალის“ ფუნქციები‚ ისეთები‚ როგორიცაა ხმოვანი შეტყობინებების გაგზავნა‚ შეხვედრების დამგეგმავი‚ ჩასმული ნავიგატორი‚ ამინდის პროგნოზი და სხვა დამატებების დემონსტრირება არ მომხდარა. ჯერჯერობით გაჯეტი მუშაობს‚ როგორც ვიდეოკამერა‚ რომელიც საშუალებას იძლევა‚ გადასცეს გამოსახულება რეალური დროის რეჟიმში.

სამაგიეროდ‚ სერგეი ბრინმა‚ კომპანიის თანადამაარსებელმა და Google­ის ტექნიკური მიმართულების ხელმძღვანელმა‚ გაამხიარულა პუბლიკა სრულიად ნამდვილი ექსტრემალური შოუს ჩვენებით. თავიდან ეკრანზე გამოჩნდნენ ოთხი პარაშუტისტი ვირტუალური სათვალეებით‚ რომლებიც პირდაპირ ეთერში გადმოხტნენ თვითმფრინავიდან‚ ზედ სან­ფრანცისკოს თავზე. სანამ ისინი მოფრინავდნენ‚ მათი სათვალეებიდან სურათი კონფერენციის დამსწრეთათვის ტრანსლირდებოდა.

შემდეგ კადრში გამოჩნდნენ ორი ველოსიპედისტი – აგრეთვე‚ სათვალეებით‚ ეკრანმა აჩვენა ის‚ რასაც ისინი ხედავდნენ. თავიდან ველოსიპედისტები დახტუნავდნენ შენობების სახურავებზე‚ ხოლო შემდეგ შევიდნენ პირდაპრ სცენაზე‚ სადაც სერგეი ბრინი იდგა. ბოლოს ბრინმა მათ ოტო თავისი სათვალეებით გადაუღო.

ამას გარდა‚ ნაჩვენები იყო‚ თუ როგორ შეუძლია სათვალეებს რეალურ გამოსახულებას ზემოდან დაადოს რუკა „Google Maps“­-დან. მაგრამ კომპანიის წარმომადგენლებმა ყოველგვარი იმედი გაფანტეს‚ რომ სათვალეები გასაყიდად წელს გამოვა‚ მაგრამ დაჰპირდნენ‚ რომ ამ რევოლუციურ მოწყობილობაზე მუშაობა გრძელდება. თუმცა‚ ღონისძიების ყუელაზე მოუთმენელმა მონაწილეებმა შესაძლებლობა მიიღეს‚ პირველებმა გასინჯონ ეს ხელსაწყო‚ თუმცა არც მაშინვე და არც უფასოდ. წინასწარი შეკვეთის დამტოვებლები ამ გაჯეტებს 2013 წლის დასაწყისში მიიღებენ ათას ხუთას დოლარად.

ინტერნეტ­გიგანტის ყოველწლიური კონფერენციის შემდეგი სიახლეა – მისი პირველი პლანშეტური კომპიუტერი Nexus 7. მოწყობილობა მუშაობს ახალ ოპერატიულ სისტემა „Jelly Bean“­-ზე – „ANDROID“­-ის მორიგ ვერსიაზე ნომრით 4‚1. იგი‚ აგრეთვე‚ ოფიციალურად იქნა წარდგენილი Google I/O 2012­-ზე. მან დაიწყო მუშაობა უფრო სწრაფად და მიიღო უფრო მდოვრე ინტერფეისი. კომპანიაში ამბობენ‚ რომ „ANDROID 4‚1“­ის გაუმჯობესებებიდან ბევრი მიმართულია ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის მოხერხებულობის გაზრდისაკენ.

პრეზენტაციაზე საბოლოოდ გაირკვა‚ რომ პლანშეტური „NEXUS“ არ აპირებს „Apple iPad“­­თან შეჯიბრს‚ მისი შესაძლო კონკურენტებია – „Kidle File“ ამაზონის კომპანიიდან და სხვა იაფი პლანშეტები „ANDROID“­იდან. უფრო მეტიც‚ ბევრი ექსპერტი ამტკიცებს‚ რომ ამ მოწყობილობის წარმატების გარანტია არარსებობს‚ თუნდაც იმიტომ‚ რომ ჯერ კიდევ არ არის საკმარისი რაოდენობა დამატებებისა‚ რომლებიც ოპტიმიზირებულნი იქნებიან „NEXUS“­-ზე მუშაობისთვის და Google­ს მოუწევს დიდი ძალისხმევა ამ დეფიციტის აღმოფხვრისათვის.

ამერიკის შეერთებულ შტატებში Nexus 7‚ რომლის მეხსიერების მოცულობაა 8 გიგაბაიტი‚ 199 დოლარი ღირს. გაჯეტს გასაყიდად ივლისის შუა რიცხვებში გამოიტანენ და ხელმისაწვდომი იქნება მხოლდ კომპანია „Google Play“-­ს ონლაინ მაღაზიებისათვის. მის შეკვეთას პირველები აშშ­ს‚ კანადისა და ავსტრალიის მცხოვრებლები შეძლებენ.

პლანშეტური აღჭურვილია ოთხბირთვიანი ცენტრალური პროცესორით და 12­ბირთვიანივ იდეოპროცესორით. Nexus 7­-ს აქვს „Bluetooth“-ის‚ „Wi-Fi“­-ის და „NFC“­-ის უმავთულო სტანდარტების მხარდაჭერა‚ აქვს აქსელერომეტრი და გიროსკოპი‚ ხოლო აკუმულატორი‚როგორც ამტკიცებენ‚ იმუშავებს 9 საათის განმავლობაში ვიდეოს რეპროდუქციის რეჟიმში‚ ანდა 300 საათის განმავლობაში მოცდის რეჟიმში. ჩასმული მოდული 3G/4G არ არის გათვალისწინებული. მოწყობილობა 300 გრამზე ცოტა მეტს იწონის.

მისი წარმოებით‚ როგორც მოელოდნენ‚ დაკავდება ტაივანის კომპანია „ASUStek“  და არა „Motorola Mobility“‚ რომელიც Google-­მ იყიდა მიმდინარე წელს.

კიდევ ერთი აპარატული სიახლეა Google­ის მედიაპლეერი „NEXUS Q“‚ რომელსაც ბუშტის ფორმა აქვს‚ – იტყობინებიან Google­ის ბლოგში. პლეერი უერთდება ტელევიზორს ანდა სტერეოსისტემას და საშუალებას იძლევა‚ აღადგინოს მუსიკა და ვიდეო „ღრუბლიდან“. აღდგენის სიები შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე მომხმარებლისგან იმ პირობით‚ რომ ყველა ისინი მიერთებული იქნება „Wi-Fi“­-ის იმავე ქსელთან‚ რაც „NEXUS Q“. მოწყობილობის მართვა ხორციელდება სმარტფონიდან ანდა პლანშეტიდან „ANDROID“­ის ბაზაზე.

„NEXUS Q“-­ს აქვს უმავთულო კავშირი „Wi-Fi“-­სთან‚ „Bluethooth“­­-სა და „NFC“-­სთან. „მავთულიანი“ მიერთებისთვის აპარატს აქვს ჩასართავი „Ethernet“. პლეერის განკარგულებაშია 16­გიგაბაიტიანი შინაგანი და გიგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და მუშაობს „ANDROID“-­ის მართვით. აპარატი ამერიკის შეერთებულ შტატებში 299 დოლარი ეღირება. იმ ქვეყნების სიას‚ რომლებშიც იგი გაიყიდება‚ Google ჯერჯერობით არ აქვეყნებს.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება