markup logo

462

ტელეფონი – დინამიკების გარეშე

kousera

იაპონურმა კომპანია „კუოსერამ“ ახალი მობილური ტელეფონი წარადგინა‚ რომელიც ტრადიციული დინამიკის ნაცვლად მომხმარებლის ყურში ბგერის გადასაცემად ეკრანის ვიბრაციას იყენებს. იაპონიაში ახალი ტელეფონი უკვე გამოვიდა გასაყიდად‚ ხოლო ცოტა ხნის წინ იგი წარადგინეს გამოფენაზე “Wireless Jappan”.

კომპანიის წარმომადგენლები ახალი მოწყობილობის დემონსტრაციას ახდენდნენ ხმაურიან საგამოფენო პირობებში – სპეციალურად‚ რათა სტუმრებს შეძლებოდათ ახალი ტექნლოგიის შეფასება პირადად და დარწმუნებულიყვნენ‚ რომ ბგერის ხარისხით იგი არაფრით ჩამოუვარდება ტრადიციულ მობილურებს‚ რომლებსაც ჩვეულებრივი დინამიკები აქვს.

კომპანია „კუოსერაში“ ამბობენ‚ რომ მათი ახალი მოდელი‚ რომლის სახელწოდებაა „Urbano Progresso“‚ მსოფლიოში პირველი მოწყობილობაა‚ სადაც პრაქტიკაში გამოიყენება ადამიანის სხეულის ქსოვილების მიერ ბგერის გატარების ტექნოლოგია: ბგერითი ტალღები აპარატიდან დაფის აფსკის გვერდის ავლით‚ „ძვლოვანი და ქსოვილოვანი გამტარებლობის“ ეფექტის გამოყენების ხარჯზე‚ უშუალოდ შიდა ყურში ხვდებიან.

პრაქტიკაში ასეთი ტექნოლოგია საშუალებას იძლევა ძალიან ხმაურიან პირობებშიც კი‚ მოვისმინოთ ის‚ რასაც მოსაუბრე გვეუბნება‚ მაგალითად‚ ქუჩაში ანდა სადგურში. სიახლე განსაკუთრებით გამოადგებათ შესუსტებული სმენის მქონე ადამიანებს. მწარმოებელი აცხადებს‚ რომ ტელეფონი ძალზე მარტივია გამოსაყენებლად და მხოლოდ იმას მოითხოვს‚ რომ მომხმარებელმა იგი ყურზე მჭიდროდ მიიდოს.

ვიბრაციას ახორციელებს ბლოკი სახელწოდებით „შმარტ შონიც ღეცეივერ“‚ რომელიც აპარატის ზემო ნაწილშია მოთავსებული. ტელეფონს მოჰყვება‚ აგრეთვე‚ ყურსასმენები‚ რომლებშიც იგივე ტექნლოგიაა გამოყენებული.

სმარტფონში გამოყენებულია oc Android 4. ამას გარდა‚ აპარატს აქვს 4­დიუმიანი დისპლეი და 8­მეგაპექსელიანი კამერა. აპარატის კორპუსი წყალგაუმტარია და დარტყმაგამძლე. ამასთან ერთად‚ მოწყობილობა ეყრდნობა მობილური ტელეხედვის იაპონურ ფორმატს და უკონტაქტო გადახდების ადგილობრივ სისტემას.

ტექნლოგია Smart Sonic დამუშავებულია „კუოსერას“ მიერ სპეციალური იაპონური მობილური ოპერატორის „KDDI“­ის მხარდაჭერით.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება