markup logo

938

სმარტფონი „Facebook“ წელს გამოვა

smartphone-facebook

ჟურნალისტების მიერ არაერთხელ „დასამარებული“ სმარტფონი ბრენდით „Facebook“ მიმდინარე წლის მესამე კვარტალში მაინც გამოვა. ამის შესახებ წერს ტაივანის გამოცემა „DigiTimes“.

მოწყობილობა დაეყრდნობა Android­ის პლატფორმას, „ქასთამიზირებულს“ პროგრამული უზრუნველყოფით Facebook-იდან. იგი მომხმარებელს სთავაზობს ყველა ფუნქციას‚ რომელიც მისაწვდომია სოციალურ ქსელში ვებ­ინტერფეისის მეშვეობით‚ თუმცა, ოპერაციული სისტემების ჩარჩოებში.

ბრენდირებული სმარტფონი მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელისათვის მოგების ერთ­ერთი დამატებითი წყარო გახდება IPO­-ზე გასვლის შემდეგ‚ რომელსაც მოელიან უახლოეს თვეებში. ანალიტიკოსები მიაკუთვნებენ სმარტფონებს სამომხმარებლო ელექტრონიკის ყველაზე პერსპექტიულ კატეგორიას.

წყაროებმა ტაივანურ გამომცემლობას დაუდასტურეს‚ რომ პროექტის მეორე მონაწილე არის კომპანია HTC. გასული წლის ნოემბერში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ეს დაადასტურა რესურსმა „All Things Digital“. HTC –ის მესვეურებმა განაცხადეს, რომ მსგავსი სმარტფონის შექმნის იდეას ისინი ორი წელია გულით ატარებდნენ.

წარსულში HTC თანამშრომლობდა Google­თან‚ და მასთან ერთად გამოუშვა პირველი „გუგლოფონი“ – Google­ის საფირმო სმარტფონი Android­ის პლატფორმაზე. 2010 წლის ბოლოსათვის ეს თანამშრომლობა შეწყდა და სმარტფონ  Nexus S ­ის ახალი მოდელი უკვე Samsung­მა გამოუშვა.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება