markup logo

903

სმარტფონებმა Galaxy­-მ Samsung-­ს რეკორდული მოგება მოუტანა

galaxy s3

კომპანია “Samsung Electronics“-­ის ოპერაციულმა მოგებამ 2012 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით 6‚7 ტრილიონ ვონს (დაახლოებით 5‚9 მილიარდი დოლარი) მიაღწია‚ გაიზარდა რა 79%­ით გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კომპანიის გაყიდვების თანხამ ამავე პერიოდში შეადგინა 47ტრილიონი ვონი (დაახლოებით 41 მილიარდი დოლარი). მობილური მოწყობილობების წარმოების ქვედანაყოფმა Samsung-­ს მოუტანა 4‚4 ტრილიონი ვონი‚ ანდა ოპერატიული მოგების 65%.

II კვარტალში კორპორაციამ შეძლო მოგების გაორმაგება. ეს მოგება Samsung-­ს  სწორედ Galaxy-­მ მოუტანა‚ სამაგიეროდ Samsung­-ს მოგება მეხსიერების ჩიპებისა და სხვა ნახევრადგამტარული კომპონენტების წარმოებისგან შეუმცირდა.

რამდენადმე გაუმჯობესდა ქვედანაყოფის მაჩვენებლები ტელევიზორების გაყიდვებიდან: კომპანიამ განაახლა სამოდელო რიგი‚ გასაყიდად გამოუშვა მოწყობილობები‚ რომლებიც აღჭურვილნი არიან  3D ფუნქციით და ინტერნეტთან მიერთების შესაძლებლობით.

ანალიტიკოსების აზრით‚ გასულ კვარტალში Samsung­-ის მაჩვენებლების წარმატების განმსაზღვრელი ფაქტორი Galaxy­-ის სახაზავის სმარტფონების გაყიდვები. მაისში კომპანიამ დაიწყო Samsung Galaxy S III­-ის მოდელის გაყიდვა‚ რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სმარტფონების Apple iPhone-­ის მთავარ კონკურენტად ითვლება. Samsung გეგმავს ივლისის ბოლოსთვის დაახლოებით 10 მილიონი Galaxy S III გაყიდოს. ამით იგი დაამყარებს Galaxy­-ის სახაზავის სმარტფონების რეალიზაციის სიჩქარის მორიგ რეკორდს.

„Hi Investment & Securitis“-­ის ანალიტიკოსების მონაცემებით‚ ივნისის ბოლოსთვის Samsung­-მა გაყიდა დაახლოებით 7 მილიონი Galaxy S III. მწარმოებელს ხელი შეუშალა საკომპლექტოების სიმცირემ‚ ამიტომ‚ იგი იძულებული გახდა‚ შეეკვეცა მობილური აპარატების გამოშვება.

ახლანდელი ფინანსური ანგარიში გახდა პირველი “Samsung Electronics“-­ის ახალი გენერალური  დირექტორისთვის – ივნისში კომპანიის ხელმძღვანელად ჯი­სანგ­ჩოიას ნაცვლად დაინიშნა კვან ო ხიუნი‚ რომელიც ხელმძღვანელობდა კომპონენტების წარმოების ქვედანაყოფს.

“Samsung Electronics“ დაარსდა 1938 წელს. იგი წარმოადგენს კორპორაცია Samsung Group­-ის მნიშვნელოვან ქვედანაყოფს. “Samsung Electronics“ უმსხვილესია სამხრეთ კორეაში და ერთ­ერთი წამყვანი მწარმოებელი ჯგუფია მსოფლიოში‚ რომელიც მუშაობს ისეთ დარგებში‚ როგორიცაა ელექტრონიკა‚ ქიმია‚ ავიო და გემთმშენებლობა და სხვა. მაგრამ მოგების დიდი ნაწილი ჯგუფებისთვის მოაქვს სახელდობრ ელექტრონიკას. გარდა სმარტფონებისა და პლანშეტებისა‚ “Samsung Electronics“ აწარმოებს დისპლეებს და ტელევიზორებს‚ საყოფაცხოვრებო ტექნიკა‚ სფოტოკამერებს‚ აგრეთვე‚ პროცესორებს მობილური მოწყობილობებისთვის და ფლეშ­მეხსიერების მოდულებს.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება