markup logo

805

სმარტფონები მალე „ისწავლიან“ არა მხოლოდ თვალთვალს, არამედ მფლობელების მომავლის წინასწარმეტყველებას – 20 მეტრის სიზუსტით

sm

ბრიტანელი მეცნიერები სთავაზობენ ალგორითმს, რომელიც მეტი სიზუსტით იწინასწარმეტყველებს მფლობელის მოძრაობის მიმართულებას, იუწყება РБК. ბირმინგემის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების სკოლაში მიმდინარე კვლევებმა აჩვენეს, რომ მომხმარებლის ადგილმდებარეობის წინასწარმეტყველება შესაძლებელია მფლობელის წინა გადაადგილებების, შემოსული და გასული ზარების, გამოყენებული აპლიკაციების და სოციალურ ქსელში დატოვებული ინფორმაციის (მათ შორის ინტერესების და მეგობრების შესახებ) ანალიზზე დაყრდნობით.

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს არანაირ საიდუმლოს, ეს გახლავთ ღია ინფორმაცია, ამასთან, თითქმის ყველა მობილურ მოწყობილობაში არის GPS –ის (Global Positioning System) მიმღები.  ამ უკანასკნელის არარსებობის შემთხვევაში, აბონენტის ადგილმდებარეობის გარკვევა შესაძლებელია Wi-Fi წერტილების და ფიჭური კავშირის ანტენების გეოლოკაციური მონაცემებით.

ადამიანის უახლოესი 24 საათის გეგმების გაგება იქნება სასარგებლო მარკეტოლოგებისთვის და სარეკლამო სააგენტოებისთვის,  იმ უბნის კონკრეტული მაღაზიების და სერვისების წინასწარი რეკომენდაციის შეთავაზებით, სადაც  იქნება მათი პოტენციური კლიენტი. ასევე, ეს სერვისი დაეხმარება კრიმინალისტებს, შესაძლო ბოროტმოქმედთა ადგილმდებარეობის დასადგენად.

ტესტირებაში მონაწილეობდა  200 ადამიანი, საშუალოდ პროგრამამ იწინასწარმეტყველა თითოეული მონაწილის შესაძლო ადგილმდებარეობა უახლოესი 24 საათის განმავლობაში 20 მეტრის სიზუსტით.

პროექტის ხელმძღვანელმა მირკო მუსოლესმა მოიყვანა შემდეგი მაგალითი: დავუშვათ ორი მეგობარი ჩვეულებრივ სადილობს ოფისთან ახლომდებარე ჩინურ რესტორანში, მაგრამ ზოგჯერ მიდიან იტალიურ რესტორანში ორი ქუჩის დაშორებით. როდესაც ერთი მეგობარი აღმოჩნდება ამ იტალიურ რესტორანში, ალგორითმი გამოიყენებს ამ ინფორმაციას და იწინასწარმეტყველებს, რომ შესაძლოა,  მეორე მეგობარიც იქ მიემართებოდეს.

და იმ შემთხევევაშიც კი, თუ ადამიანი სამშაბათს საღამოს სავარჯიშო დარბაზის ნაცვლად მაღაზიაში შევა, მიუხედავად იმისა, რომ სამშაბათი მისი „სავარჯიშო“ დღეა, ალგორითმი არ მოტყუვდება, რადგან იცის, რომ ამ ადამიანს ჰყავს მეგობრები, რომლებთან ერთადაც ის დადის სავარჯიშოდ, ამიტომ ალგორითმი გამოიტანს სწორ დასკვნას: მაღაზიის შემდეგ ისინი ერთად მიემართებიან  სავარჯიშო დარბაზში.

მუსოლესი აღიარებს, რომ  200 მონაწილე , შესაძლოა არასაკმარისია ახალი ფუნქციის შესაფასებლად, რადგან ყველანი ცხოვრობდნენ შვეიცარიაში, ლოზანას მახლობლად და ძირითადად იყვნენ „სტუდენტები, მეცნიერები და საერთოდ ის ხალხი, ვინც ნებისმიერ შემთხვევაში ადვილად საწინასწარმეტყველოა“.

მიუხედავად ამისა, მკვლევარის სიტყვებით, ექსპერიმენტის შედეგები მაინც იმსახურებს ყურადღებას, რადგან „ჩვენ, ფაქტიურად ვიყენებთ ქალაქის სინქრონიზირებულ  რითმს  დიდი ინტელექტუალური გაგებისთვის.“

მობილური მოწყობილობების მფლობელების ქცევის წინასარმეტყველების ალგორითმის შემუშავება მიმდინარეობს Mobile Data Challenge კონკურსის ფარგლებში, რომლის სპონსორი გახლავთ კომპანია Nokia.  კვლევების მიზანია – დეველოპერებისთვის ისეთი კომპლექტის შექმნა, რომლის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ აპლიკაციებში ახალი ალგორითმის ინტეგრაციას.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება