markup logo

1,296

„სიცილაკი“ 30 წლისაა!

simle

19 სექტემბერს 30 წელი შეუსრულდა ეგრეთ წოდებულ „სმაილიკს“ – ინსტრუმენტს‚ რომლის საშუალებითაც ინტერნეტ­მომხმარებლებს თავიანთი ემოციების გადაცემა შეუძლიათ. 1982 წელს ქალაქ პიტსბურგში (პენსილვანიის შტატი) კარნეგიმელონის უნივერსიტეტის პროფესორმა სკოტ ფალმანმა პირველადგააგზავნა ელექტრონული შეტყობინება – პიკტოგრამა‚ რომელიც ემოციის სიმბოლური გამოსახულება იყო.

იგი შედგებოდა თანმიმდევრობით მიმავალი სიმბოლოებისგან – ორი წერტილი‚ დეფისი და დახურული ფრჩხილი. წერილი‚ რომელმაც უნივერსიტეტის ქსელი გაიარა‚ ფალმანმა პედაგოგ­კოლეგების მისამართით გაგზავნა.

ფალმანის შეტყობინება‚ რომელსაც „სმაილიკი“ ახლდა‚ იყო მოკლე და ინფორმაციული: „წინადადებას ვიძლევი‚ ეს პიკტოგრამა იყოს სიხარულის სიმბოლო: :­) შეხედე წინადადების ბოლოს“.

პროფესორმა შესთავაზა‚ აგრეთვე‚ კრიპტოგრამა‚ რომელიც შემდეგი სიმბოლოებისგან შედგება :­( და პირველ ხანებში მხოლოდ შეტყობინების ტექსტებში განსაკუთრებით მნიშვნელოვან ნაწილებს აღნიშნავდა‚ გამოეყენებინათ ცუდი განწყობილების გამოსახატავად.

თვით ფალმანმა შემდგომში ვერ გაიხსენა თავისი გამოგონების ზუსტი თარიღი – იგი 2002 წელს დადგინდა‚ როდესაც გამომგონებლის ისტორიული მიმოწერა კარნეგი­მელონის უნივერსიტეტის არქივებში აღმოაჩინეს.

„სმაილიკები“‚ რომლებიც გასაგებია სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანებისვის‚ სწრაფად გადავიდა ინტერნეტიდან ესემესის გაგზავნის პროგრამაში. დღეს პროგრესი ელექტრონულ ტექნლოგიებში საშუალებას იძლევა‚ ვიზუალურად გავცვალოთ ემოციები თანამოსაუბრესთან რეალური რეჟიმის დროში‚ მაგრამ „სმაილიკები“ რჩებიან კომპიუტერის მომხმარებლებისა და სმარტფონების მფლობელებისთვის განსაკუთრებით პოპულარულებად და‚ უნდა ვიფიქროთ‚ რომ შეინარჩუნებენ თავიანთ პოპულარობას მომავალშიც.

ახალი წამოწყების წარმატებამ გააკვირვა თვით შემქმნელი‚ რომელმაც სამეცნიერო მოღვაწეობის 35 წლის განმავლობაში ჩაატარა მრავალი კვლევა ხელოვნური ინტელექტის დარგში‚ მაგრამ საბოლოოდ სახელი გაითქვა‚ როგორც სიმბოლური ღიმილის შემქმნელმა.

„ეს განსაცვიფრებელი იყო – დააკვირდე იმას‚ თუ მონიტორზე პატარა შეტყობინებისგან‚ რომელიც მე ათ წუთში მოვიგონე‚ როგორ წარმოიშობა მოვლენა‚ რომელიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა“‚ – აღიარა მან ერთხელ.

კომპიუტერული სკოლა პიტსბურგში უკვე ხუთი წელია „სმაილიკის“ დაბადების დღეზე ადამიანებს აჯილდოვებს Smiley Aword­ით განსაკუთრებული წამოწყებისთვის‚ რომელიც საშუალებას იძლევა‚ გავაუმჯობესოთ ურთიერთობა კომპიუტერული ტექნიკის დახმარებით.

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება