markup logo

970

საფირონის მყარი დისკი იმუშავებს 1 მილიონი წელი (მაგრამ თქვენ მას ვერ გამოიყენებთ)

1-milion

მიუხედავად იმისა რომ მყარი დისკების ტექნოლოგია ძალზე გაუმჯობესდა ბოლო წლებში, მხოლოდ ძალიან თამამი მომხმარებელი გარისკავს ორ წელიწადზე მეტხანს განახლების გარეშე მყარი დისკის გამოყენებას.  ამ პრობლემის გადაწყვეტას გვთავაზობს მეცნიერთა ჯგუფი, რომელმაც შექმნა საფირონის მყარი დისკი 1 მილიონი წლის მუშაობის ვადით.

პროექტს საფუძველი ჩაეყარა მაშინ როდესაც გაჩნდა აუცილებლობა  ბირთვული ნარჩენების საცავების ადგილმდებარეობის ჩაწერის არა მხოლოდ უახლოესი რამდენიმე წლით, არამედ უფრო ხანგრძლივი პერიოდისთვის,  ათობით და ათასობით წლითაც კი. დღესდღობით არ არსებობს ციფრული ფორმატი, რომელიც სანდოდ იმუშავებს ასეთი ხანგრძლივი  პერიოდის განმავლობაში.

ამიტომაც ბირთვული ნარჩენების მართვის სააგენტო ANDRA– მ   ექსპლუატაციაში შეიყვანა ბოლო მოდელის მყარი დისკი საფირონის დისკით, რომელზეც ინფორმაცია პლატინითაა ამოტვიფრული.   Science –ის ცნობით, ორი თხელი სამრეწველო საფირონის  დისკისგან შემდგარ ნივთს გასწვრივ  სულ რაღაც  20 სანტიმეტრი აქვს.

მონაცემები ამოტვიფრულია პლატინით ერთ–ერთი დისკის ზედაპირზე, სანამ მეორე დისკი არის ზევით – იქმნება „ინფორმაციული სენდვიჩი“ .  შემდეგ დისკები მოლეკულარულად შეერწყმება  ერთმანეთს.  აქამდე, აპარატურული უზრუნველყოფის ერთეულებს ათავსებდნენ  მჟავაში, გამძლეობის და მუშაობის ხანგრძლივობის შესამოწმებლად.  შედეგად, მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მათი სიახლე იმუშავებს 1 მილიონი წლის განმავლობაში.

არსებობს მხოლოდ ორი მცირე პრობლემა.  პირველი – პროტოტიპი ღირს 30 ათასი ამერიკული დოლარი.  მეორე, როგორ მიაწვდით ამ ინფორმაციას მას, ვისაც ის დასჭირდება ათასობით წლის შემდეგ?  მკვლევარები ღიად აღიარებენ, რომ  მათ „არ იციან თუ რა ენაზე უნდა იქნას შენახული ინფორმაცია“. ტექსტის ნაცვლად რომ ნახატები იყოს?  რას იტყვით?

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება