markup logo

1,006

სან–ფრანცისკოში გარდაიცვალა პირველი ნოუთბუქის შემქმნელი

nbsh

სამოცდაათი წლის ასაკში კალიფორნიაში  გარდაიცვალა თანამედროვე ნოუთბუქის პროტოტიპის შემქმნელი ბრიტანელი სამრეწველო დიზაინერი ბილ მოგრიდჯი. პირველი პორტატიული პერსონალური კომპიუტერის შემქმნელი  დეველოპერი გარდაიცვალა ავთვისებიანი სიმსივნის, ხანგრძლივი დაავადების შემდეგ.  

ბრიტანელი უილიამ მოგრიდჯი დაიბადა 1943 წლის 26 ივნისს ლონდონში. 1979 წელს ის ჩავიდა „სილიკონის ველზე“, სადაც გახსნა საკუთარი სამრეწველო დიზაინის ბიურო.

მოგრიდჯის პროექტი წარმოადგენდა ბრტყელეკრანიანი კომპიუტერის პროექტს, რომელიც საფუძვლად დაედო მოწყობილობას GRID Compass, „წიგნის“ ფორმ–ფაქტორში შესრულებული ვარიანტი – სისტემური ბლოკი გაერთიანებულია კლავიატურასთან და დაკეცილ მდგომარეობაში ფარავს ეკრანს.  ნოუთბუქს ჰქონდა Intel –ის i80c86 პროცესორი 8 მეგაჰერცის სიხშირით და 340 კილობაიტიანი მაგნიტური მეხსიერება. ასევე იყო ჩაშენებული მოდემი მონაცემთა გადაცემის სიჩქარით 1200 ბიტი წამში.  პროგრამების ჩატვირთვა შესაძლებელი იყო დისკეტიდან ან გარე მყარი დისკიდან. პირველი ნოუთბუქი იყო გამოშვებული 1982 წელს და ღირდა  8150 დოლარი.

ნოუთბუქების ადრინდელი მოდელები ძირითადად სამხედრო კომპიუტერები იყო. კერძოდ, NASA–მ გამოიყენა Compass შატლის გაშვების დროს 1980 წელს.  შემდგომში, Grid –ის გამოშვების ნებართვა იყიდა კომპანია  Tandy Coproration –მა.

მოგრიდჯი ასევე ითვლება ინტერაქტიული დიზაინის ერთ–ერთ დეველოპერად. ინტერაქტიული დიზაინი – დისციპლინა, რომელიც დაკავებულია ახალი ციფრული მოწყობილობებით და ინტერფეისებით ადამიანის და მანქანის ურთიერთობისთვის.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება