“სამეფო კარის თამაშების” მობილური თამაში დააანონსეს
კადრი: “სამეფო კარის თამაშები”
კომპანია Warner Bros.-მა “სამეფო კარის თამაშების” მოტივებზე დაყრდნობით, მობილური თამაში დააანონსა. პროექტს Game of Thrones: Conquest-ი დაარქვეს. ამის შესახებ პორტალი Nerdist-ი წერს.
თამაშის შესაქმნელად სტუდია Turbine Games-ი იმუშავებს. მანამდე, კომპანიას გამოცემული აქვს თამაში ბეტმენზე, ასევე Dungeons & Dragons Online და The Lord of the Rings Online.
Game of Thrones: Conquest- სტრატეგიული თამაშია. ის საშუალებას მისცემს მოთამაშებს შექმნას საკუთარი სახლი, დაიცვას მომხრეები და დაიპყროს ახალი ტერიტორიები. თამაში 2017 წელს iOS და Android-ებისთვის გამოვა.
კატეგორია: