markup logo

757

„საეჭვოა ყველა‚ ვისაც Facebook არ აქვს“

fff

ასეთი დასკვნა გააკეთა გერმანელმა ფსიქოლოგმა კრისტოფერ მიულერმა‚ როდესაც ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს‚ რომ ნორვეგიელ ტერორისტს‚ ანდრეს ბრეივიკს და 24 წლის ჯეიმს ჰოლმსს‚ რომელმაც ამასწინათ ამრიკის ქალაქ ავრორას კინოთეატრში მაყურებლები დახვრიტა‚ არ ჰქონდათ აკაუნტი Facebook-­ში.

მოცემული ფაქტის საფუძველზე ექსპერტი მთელ თეორიას აგებს იმ მანიაკური პიროვნებების შესახებ‚ რომლებმაც ხალხს თავი დაამახსოვრეს მასობრივი მკვლელობებით სხვადასხვა ქვეყნებში.

მიულერის აზრით‚ Facebook­-ში პროფილის არ არსებობა შეიძლება იყოს პირველადი ნიშანი‚ რომელიც საშუალებას იძლევა‚ ვივარაუდოთ ადამიანის პიროვნების ასოციალური ხასიათი. მომვალში შეიძლება‚ ასეთი დაკვირვებები დაგვეხმაროს‚ აღმოვაჩინოთ პოტენციური დამნაშავეები მანამდე‚ სანამ ისინი დანაშაულს ჩაიდენდნენ.

ამასთან დაკავშირებით ექსპერტები გვახსენებენ‚ რომ დამსაქმებლები ხშირად ატარებენ დაკავებულ თანამდებობებზე კანდიდატების წინასწარ სკრინინგს‚ აქცევან რა ყურადღებას იმ ინფორმაციას‚ რომელსაც ადამიანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

თუკი მას საერთოდ არ აქვს პროფილი‚ მაშინ ასეთი კანდიდატურების აერთოდ არ განიხილება. თივლება‚ რომ ასეთი ადამიანი ან რაღაცას მალავს‚ ანდა‚ უბრალოდ‚ არ ჰყავს მეგობრები‚ ესე იგი ასოციალურია.

გაურკვეველია‚ რა უფრო ცუდია…

აღსანიშნავია‚ რომ აქამდე ხშირად იტყობინებოდნენ ფსიქოლგებზე‚ რომლებიც გვთავაზობენ‚ ვეძებოთ მანიაკები სოციალური ქსელების შიგნით და არა მის ფარგლებს გარეთ‚ აგრეთვე‚ გვაფრთხილებენ‚ რომ სოციალური ინტერნეტ­მედიით გატაცება ზრდის უკონტროლო ქმედებების ჩადენის რისკს.

მაგალითად‚ კანადელმა ფსიქოლოგმა‚ ონტარიოს პროვინციის‚ იორკის უნივერსიტეტის თანამშრომელმა – სორაია მეხტიადემ ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინათ ექსპერიმენტული გზით აღმოაჩინა‚ რომ სოციალური ქსელის Facebook-­ის თაყვანისმცემლები გამოირჩევიან მცდარი თვითშეფასებით და ნარცისიზმისადმი მიდრეკილებით. მკვლევარი მიღებულ შედეგებს იმით ხსნის‚ რომ Facebook‚ იმ ადამიანებს‚ რომლებიც თავის თავში არ არიან დარწმუნებულნი‚ შესაძლებლობას ადვილად გამოარჩიონ ახალი ნაცნობები და სთავაზობს მათ სივრცეს თვითდამკვიდრებისათვის.

ცნობილი ბრიტანელი მეცნიერი ბარონესა სიუზან გრინფილდი დარწმუნებულია‚ რომ ადამიანებს‚ რომლებიც მიმჯდარნი არიან Facebook-­თან ანდა Twitter-­თან‚ შესამჩნევად აქვთ დაქვეითებული ყურადღების კონცენტრაციის უნარი‚ სამაგიეროდ‚ გაზრდილი აქვთ მოთხოვნილება დაუყოვნებელი შეფასებისა და ბევრ მათგანსდაკარგული აქვს არავერბალური უნარები – ისეთი‚ როგორიცაა ადამიანთან ლაპარაკისას თვალებში ყურება. ყველაფერი ეს წარმოადგენს „იდენტურობის კრიზისის“ ნიშნებს – ამ ტერმინით ფსიქოლოგიაში აღინიშნება ადამიანის ანდა სოციალური ჯგუფის მიერ თავის ადგილის წარმოდგენის დაკარგვა საზოგადოებაში და თვითშეფასების უნარი.

„სანამ ჩვენ ვფიქრობთ ამ პრობლემაზე‚ ვირტუალური „მეგობრობა“ და კომპიუტერული თამაშები თანდათანობით გადააწყობენ ადამიანის ტვინს“‚ – გვაფრთხილებს სწალული ბარონესა‚ რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორია და ავტორიტეტული სპეციალისტი‚ ფსიქიატრიის‚ ნეირობიოლოგიისა და ფარმაკოლოგიის დარგებში‚ იგი არის‚ აგრეთვე‚ ცნობილ მწერალი და ლორდების პალატის წევრი.

დანიელი ფსიქოლოგი ანდერს კოლდინგ­იორგენსენი აგრეთვე თვლის‚ რომ კომპიუტერებით გატაცებული მოზარდები კარგავენ სოციალურ უნარებს.

Facebook და Twitter‚ ანუ ეგრეთ წოდებული სოციალური ქსელების საშუალებით ურთიერთობა‚ მსგავსად „კოკა­კოლის“ ზედმეტი მოხმარებისა‚  ატყუებენ ტვინს‚ აიძულებენ რა‚ მას ირწმუნოს‚ თითქოსდა ელექტრონული ურთიერთობა აკმაყოფილებს მოსწავლეთა სოციალურ მოთხოვნებს‚ – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ახლახან კოლდინგ­იორგენსენი და მისი კოლეგები დანიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტიდან. მაგრამ სხეულმა იცის‚ რომ ზის სკამზე. იგი არ გრძნობს ჟესტების ენას‚ არ გრძნობს სხვა ადამიანების სიახლოვეს და სუნს. ეს იგივეა‚ რომ დალიო კოკა­კოლა და წარმოიდგინო‚ თითქოს ორგანიზმმა მიიღო საკმარისი რაოდენობა ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებებისა“.

ტერმინი „იდენტურობის კრიზისი“ მეცნიერებაში გამოჩნდა შედარებით ახლახან – გასული საუკუნის მეორე ნახევარში იგი ხმარებაში შემოიტანა ცნობილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა ერიკ ჰომბურგერ ერიქსონმა თავისი „სამხედრო ნევროზების“ კვლევების დროს. იგი იკვლევდა წყალქვეშა ნავის მეზღვაურების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას. კრიზისი ჩნდება ადამიანის ან სოციალური ჯგუფის არსებული სოციალური სტატუსის შეუსაბამობით ცვალებადი სიტუაციის მოთხოვნებისადმი. ძირითად მაჩვენებელს წარმოადგენს ახალი როლის მიღების უუნარობა‚ რომელიც მიეწერება გარეშე გარემოებებს ანდა მათი მიღების შემთხვევაში მათთან ადაპტირება. ასეთი მდგომარეობის დამახასიათებელ ნიშნებს შორის ფსიქოლოგები ასახელებენ: თვითშეფასების არაადეკვატურობას‚ პერსპექტივის დაკარგვას‚ პესიმიზმის ზრდას‚ სოციალური აქტივობის ცვლილებას‚ უკომპრომისო განსჯის გამოვლენას და სოციალურად აგრესიულ ქმედებებს‚ მეტაფიზიკური და ირაციონალური მოთხოვნილებებისადმი გაზრდილ ინტერესებს და სხვა.

განსჯა იმისა‚ რომ სოციალური ქსელები ხელს უწყობენ „იდენტურობის კრიზისის“ განვითარებას‚ თუ პირიქით‚ ეხმარებიან მის დაძლევაში‚ ჯერჯერობით ადრეა. ისევე‚ როგორც‚ მაგალითად‚ აქამდე არ არის ერთმნიშვნელოვანი პასუხი კითხვაზე – ვნებს თუ არა ჯანმრთელობას მობილური ტელფონებისა და სხვა გაჯეტების მოხმარება. ყველაფერი უტყუარ სამედიცინო სტატისტიკას ეყრდნობა‚ ხოლო მისი შეკრებისათვის‚ ექსპერტების აზრით‚ საჭირო იქნება ორმოცდაათი ანდა კიდევ უფრო კარგი – 100 წელი.

ამიტომ‚ უნდა ვიგულისხმოთ‚ მართალნი არიან ის მეცნიერები‚ რომლებსაც მიაჩნიათ‚ რომ ფსიქიატრების თანამედროვე თაობას არ შესწევს უნარი‚ დაეხმაროს ადამიანებს იმ ფსიქოლოგიური პრობლემების მოგვარებაში‚ რომლებიც დაკავშირებულნი არიან იტერნეტთან. მით უმეტეს‚ რომ ფსიქიატრთა მეორე ნაწილი თვლის‚ რომ ყოველი ახალი თაობა ეჯახება ახალ გამოწვევებს და არ ღირს საშიშროების გადაჭარბება.

კატეგორია: ინტერნეტი, სოციალური ქსელები .

კომენტარის დატოვება