markup logo

945

საბერძნეთში გამოიგონეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მოქალაქეების ამოსაცნობი კამერა

sabe

ბერძენი მეცნიერები მუშაობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც ამოიცნობს ადამიანებს ნასვამ მდგომარეობაში. სისტემის მიზანია – უსაფრთხოების გაზრდა: აეროპორტებში, სავაჭრო ცენტრებსა და სხვა  ხალხმრავალ ადგილებში. გარდა ამისა, ახალი ტექნოლოგია გამოადგებათ სამართალდამცავ ორგანოებსაც, სადაც, როგორც ცნობილია, უკვე დიდი ხანია იყენებენ ინფრაწითელ ფილტრებს ღამით ვიდეოგადაღებისთვის.

კვლევის შედეგები პატრასის უნივერსიტეტში ფიზიკოსებმა გამოაქვეყნეს ელექტრონული უსაფრთხოების და ციფრული კრიმინალისტიკის საერთაშორისო ჟურნალში (International Journal of Electronic Security and Digital Forensics).

აღჭურვილობა წარმოადგენს ვიდეოთვალთვალის კამერას, რომელიც იყენებს ერთდროულად კვლევის ორ მეთოდს. კამერა „გააანალიზებს“ ადამიანის სახის ფერს, რადგან ალკოჰოლის ზეგავლენის შედეგად სისხლძარღვები ფართოვდება, რაც იწვევს ცვლილებებს კანის ფერში. მოწყობილობა შეადარებს კანის ფერს ბაზაში არსებულ ფხიზელ ადამიანთა კანის ფერს.

ვიდეოკამერა ასევე გამოიყენებს ცხვირის და შუბლის ტემპერატურის გამზომ ტექნოლოგიას. ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის ცხვირი საგრძნობლად უფრო თბილია, მაშინ როდესაც შუბლი რჩება საკმაოდ გრილი. ალგორითმი „გამოითვლის“ ამ მაჩვენებლების კომბინაციას და ამოიცნობს წესრიგის პოტენციურ დამრღვევებს.

ავტორები იმედოვნებენ, რომ ამ მიდგომების გაერთიანებით სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა უშეცდომოდ ამოიცნობს ნასვამ მდგომარეობაში მყოფთ საზოგადოებრივ ადგილებში. აღჭურვილობაზე მუშაობის დასრულების  ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება