markup logo

1,387

„რობოტ-გეპარდი“ გამოუცვალეს ალგორითმი, ახლა ის უკვე ადამიანზე სწრაფად დარბის

robohep

ამერიკული კომპანიის Boston Dynamics-ის რობოტ–გეპარდმა Cheetah გადააჭარბა ოლიმპიურ რეკორდს სირბილში 100 მეტრზე. პირველად რობოტოტექნიკის ისტორიაში აპარატმა მიაღწია სიჩქარეს 23,3 მილი საათში (45,5 კმ/ს) და გადააჭარბა ადამიანის საუკეთესო შედეგს – იამაიკელი სპორტსმენის  უსეინ სენტ–ლეო ბოლტის რეკორდი. მან 2009 წელს 100 მეტრი 9,58 წამში გაირბინა (37,6 კმ/ს).  

ახალი შედეგი მიღწეულია ძირითადად რობოტის ოთხი ფეხის მუშაობის ალგორითმის შეცვლის ხარჯზე.

თუმცა, ბოლტი მირბოდა ნამდვილ სპორტულ ბილიკზე, ჰაერის წინაღობის ფონზე (სრული შტილის შემთხვევაშიც ასეთ სიჩქარეზე ქარის სიჩქარე 10 მ/წ აჭარბებს). რობოტის შემქმნელები ამას ითვალისწინებენ. მათ სურთ ასწავლონ რობოტს სირბილი 80 კმ/ს, თანაც ღია სივრცეში.

შემდეგი რობოტი–ავაზა WildCat  თავისუფლად ირბენს ღია სივრცეში. გარდა ამისა, მას ამზადებენ მანევრების სერიის შესრულებისთვის, რაც არსებულ სისტემაზე ჯერჯერობით არ გამოუცდიათ.

Boston Dynamics –ის პროგრამის საბოლოო მიზანია შეიმუშაონ საბრძოლო რობოტი, რომელიც ნებისმიერ რელიეფზე  ადამიანზე სწრაფად გადაადგილდება და ნაკლებად შესამჩნევი იქნება. სამხედრო მიზნების გარდა, ეს რობოტები შეიძლება გამოიყენონ სოფლის მეურნეობაში, სახანძრო და სამაშველო ოპერაციებში.

Boston Dynamics ცნობილია  თავის მოსიარულე ანდროიდით დამცავი კოსტუმების ტესტირებისთვის, პატარა, ღობეებზე მხტომი ოთხბორბალა რობოტით და ტაქტიკური სიმულატორით  DI-Guys (ბიჭები ციფრული ინტელექტით).

პროგრამაზე მუშაობა მიმდინარეობს აშშ–ს თავდაცვის სამინისტროს პერპექტიული კვლევების დეპარტამენტის (DARPA) დაკვეთით.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება