markup logo

940

რაც უფრო ხნიერია მომხმარებელი‚ მით უფრო რთულია მისი პაროლი

password

კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ Yahoo-­ს თითქმის 70 მილიონ “ექაუნთთან” ანონიმურ ბაზაზე ჩატარებულმა სპეციალურმა გამოკვლევამ აჩვენა‚ რომ პაროლი “იზრდება” ადამიანის ასაკის ზრდასთან ერთად.

პაროლის სირთულე წარმოადგენს იმის შეფასებას‚ თუ‚ საშუალოდ‚ რამდენი ცდა დასჭირდება გამტეხს‚ პაროლთან პირდაპირი შეხების გარეშე‚ მისი ამოცნობისათვის. პაროლის არჩევისას ენტროპიით 7‚5 ბიტი საჭიროა 2 ხარისხად 7‚5 ცდა‚ ხოლო ენტროპიით 6‚3 ბიტი საჭირო იქნება 2 ხარისხად 6‚3 ცდა‚ ესე იგი‚ 2­-ჯერ უფრო ნაკლები.

კვლევამ‚ აგრეთვე‚ დაადასტურა ფაქტი‚ რომ მომხმარებელთა უმრავლესობა ირჩევს პაროლს‚ რომელიც არ შეესაბამება უსაფრთხოების მინიმალურ მოთხოვნებს‚ თუმცა‚ ეს არავისთვის არ არის საიდუმლო. პაროლების ენტროპია‚ რომლებიც ადამიანებმა მოიგონეს‚ ტრადიციულად‚ დაბალია‚ ვიდრე იმავე სიმბოლოებბით შემთხვევითი შეთავსებების გენერაცია.

პაროლის საშუალო ენტროპია Yahoo­-ს მომხმარებლებისთვის შეადგენს 10 ბიტზე ნაკლებს ონლაინური შეტევის წინააღმდეგ და დაახლოებით 20 ბიტს ოფლაინური შეტევის წინააღმდეგ. ეს საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ცხრა შემთხვევითი რიცხვიც კი გვაძლევს 30 ბიტს‚ ასე რომ‚ უკეთესია‚ ადამიანებმა შეიყვანონ პაროლები ციფრებით‚ აკი ისინი ადვილად იმახსოვრებენ ტელეფონის ნომრებს‚ ასე რომ‚ აქ არ უნდა გვქონდეს პრობლემა დამახსოვრებასთან.

კემბრიჯელმა მკვლევარებმა დაითვალეს პაროლების საშუალო ძალა ბიტებში სხვადასხვა დემოგრაფიული ჯგუფებისთვის. აღმოჩნდა‚ რომ ყველაზე ძლიერი პაროლები აქვთ გერმანელებს და კორეელებს‚ ხოლო ყველაზე სუსტი – ინდონეზიის მცხოვრებლებს.

გაირკვა‚ აგრეთვე‚ რომ ადამიანები‚ რომლებიც პერიოდულად იცვლიან თავისი აკაუნტის პაროლებს‚ ირჩევენ სიმბოლოების უფრო ძლიერ კომბინაციას. ესეც სრულიად ლოგიკურია‚ ვინაიდან ორივე ეს ჩვეულება დამახასიათებელია წინ წასული მომხმარებლებისთვის.

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება