markup logo

989

პლანშეტები – ნოუთბუქების წინააღმდეგ

3

პლანშეტური კომპიუტერების მიწოდება ნოუთბუქების გაყიდვებს უკვე 2016 წლისთვის გადააჭარბებს და უახლოეს წლებში მობილური კომპიუტერების ბაზრდის ზრდის ძირითადი ფაქტორი გახდება. ამავე დროს‚ 2012 წლის შედეგებით მსოფლიოში გაიყიდება 347 მილიონი მობილური კომპიუტერი ნოუთბუქების‚ ნეთბუქებისა და პლანშეტების ჩათვლით‚ ხოლო 2017 წლისთვის ეს მაჩვენებელი 809 მილიონს მიაღწევს. ამის შესახებ წერს ტექნობლოგი „TechCrunch“ ანალიტიკური კომპანია „NPD“­ის კვლევებზე დაყრდნობით.

როგორც მოელიან‚ ნოუთბუქების გაყიდვები წლევანდელი 208 მილიონიდან 2017 წლისთვის 393 მილიონამდე გაიზრდება‚ მაშინ‚ როდესაც რეალიზებული პლანშეტების რიცხვი ანალოგიურ პერიოდში. თითქმის 4­ჯერ მოიმატებს – 121 მილიონიდან 416 მილიონამდე.

როგორც „NPD“­ის ანალიტიკოსები მოელიან‚ პირველად გაყიდული პლანშეტური კომპიუტერების რიცხვი ბაზარზე მიწოდებულ ნოუთბუქების რიცხვს უკვე 2016 წელს გადააჭარბებს‚ მაგრამ ნოუთბუქებზე მოთხოვნის ვარდნა არ იქნება მკვეთრი – თუ მიმდინარე წელს მათი წილი მობილური ტელეფონების ბაზარზე 60%­ს შეადგენს‚ ხუთი წლის შემდეგ მხოლოდ 49 პროცენტამდე შემცირდება.

პლანშეტების ბაზრის ზრდა განპირობებული იქნება‚ უწინარეს ყოვლისა‚ სხვადასხვა ქვეყნებში გაყიდვებით. მოცემული მომენტისთვის ეს მაჩვენებელი 66%­ს შეადგენს და ჯამურად ჩრდილოეთ ამერიკაზე‚ დასავლეთ ევროპასა და იაპონიაზე მოდის. ანალიტიკოსების აზრით‚ ამ ქვეყნების წილი მოწყობილობების გლობალურ გაყიდვებში უახლოესი 5 წლის განმავლობაში 60%­ზე მაღალი  დარჩება.

არათანაბარი გაყიდვების მიზეზი‚ როგორც ექსპერტები აღნიშნავენ‚ ნაწილობრივ არის განუვითარებელი ინფრასტრუქტურა და ხელმისაწვდომობის არარსებობა რიგ სერვისებზე განვითარებად ქვეყნებში. ამას გარდა‚ მწარმოებლები განაგრძობენ ორიენტირებას მოწყობილობების შეტანაზე განვითარებულ ბაზრებზე.

„NPD“­ს არ მოჰყავს პროგნოზები ცალკეული მწარმოებლების გაყიდვების შესახებ. მოცემულ მომენტში პლანშეტი iPad Apple­-ისგან ლიდერობს თავის სეგმენტში. იგი აკონტროლებს მსგავსი მოწყობილობების მსოფლიო ბაზრის დაახლოებით 60%­ს. მაგრამ სხვა მწარმოებლები ცდილობენ‚ წაართვან „Apple“­-ს ამ პერსპექტიული და მაღალმომგებიანი ბაზრის ნაწილი. უკანასკნელად წარდგენილ მოწყობილობათა შორის მოცემულ სეგმენტშია – პლანშეტი Surface Microsoft­-იდან და პლანშეტი Google Nexus 7.

კატეგორია: Hardware, ლეპტოპები, პლანშეტები .

კომენტარის დატოვება