markup logo

814

პირველი სმარტფონები Intel-ის პროცესორით

intel-smart

6 ივნისს ბრიტანულმა ოპერატორმა „Orange“–მ დაიწყო პირველი კომერციული სმარტფონის გაყიდვა Intel Medfield–ის პლატფორმაზე‚ რომელიც განკუთვნილია ევროპული ბაზრისათვის. ახალი მოდელის დასახელებაა „San Diego“ (დამუშავების სტადიაზე მის აპარატს ერქვა „Santa Clara“). სულ მალე მეორე ქვეყანა‚ სადაც „Orange“ დაიწყებს სიახლის გაყიდვას‚ გახდება საფრანგეთი.

სმარტფონი მუშაობს Android 2.3­-ის ტექნოლოგიაზე‚ მაგრამ უახლოეს დროში იგეგმება განახლება 4‚0 ვერსიამდე მდე. მოდელი აღჭურვილია 4­დიუმიანი დისპლეით 600X1024 წერტილის გარჩევადობით‚ 8 მეგაპექსელიანი კამერით‚რომელსაც შეუძლია 1080p ფორმატში ვიდეოს გადაღება. მოწყობილობას გააჩნია Bluetooth 2,1 და GPC მოდული. „San Diego“­-ს ზომებია 123X63X9‚99მმ‚ ხოლო წონა 117 გრამი.

ღირებულება – დაახლოებით 200 ფუნტია (300 დოლარი) შედარებისთვის: iPhone 4s Orange–ს გაყიდვების ბრიტანულ წერტილებში 490 ფუნტი ღირს.

Medfield­-ის აპარატული პლატფორმა სპეციალურად დამუშავებული მობილური მოწყობილობებისათვის საჭირო პროცესორით Intel Altom Z2460 აჩვენებს წარმადობის საუკეთესო დონეს და აქვს შეცმირებული ენერგომოხმარება. ყველაფერი ეს‚ როგორც კომპანიაში იმედოვნებენ‚ საშუალებას მოგვცემს გამოვიყენოთ ახალი პროცესორები მობილურ მოწყობილობებში.

პროცესორს Z2460‚ რომელიც საფუძვლად უდევს Medfield­ს‚ აქვს ერთი გამოთვლითი ბირთვი atom ტაქტური სიხშირით 1‚6 გჰც. ოპერატიული მეხსიერების LPDDR2 ორარხიანი ინტერფეისი და გრაფიკული ბირთვი PowerVR SGX540.

სადემონსტრაციოდ ნაჩვენებმა Intel­ის პროცესორიანმა სმარტფონმა იანვარში გამოცდის დროს შესძლო ვებ­გვერდების გამოყვანა და Java Script­-ის დამუშავება უფრო უკეთ‚ ვიდრე ამას აკეთებენ საუკეთესო სერიული მოწყობილობები ARM- პროცესორების ბაზაზე.

ამდენად ეს ჩემის აზრით მეტად საინტერესო სიახლეა, ერთ ასეთ სმარტფონს მეც სიამოვნებით გამოვცდიდი.

კატეგორია: Hardware, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება