markup logo

779

პირველი კომერციული ელექტროსადგური – ზღვის მოქცევაზე

Power-Buoy

ამერიკის შეერთებულ შტატებში დამამთავრებელ სტადიაში შევიდა პირველი კომერციული ელექტროსადგურის გამოცდა ზღვის მოქცევაზე. ელექტროსადგურმა არა მარტო უნდა უზრუნველყოს დაახლოებით 1 000 სახლი‚ არამედ‚ მოგება უნდა მოუტანოს თავის მფლობელებს.

ელექტროსადგური ააგეს ამერიკის შეერთებული შტატების ნაპირებიდან ოთხ კილომეტრზე ორეგონის შტატში‚ წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში‚ სადაც ქარები განუწყვეტლივ „მიაგორებენ ტალღებს“ და ქმნიან უზარმაზარ ენერგოგაჯერებულ ზონას მოქცევადი გენერატორების დასადგმელად.

სადგურს საფუძვლად უდევს „Power Buoy“ ტექნოლოგია. ეს მთლიანად ავტონომიური მოწყობილობაა‚ რომელიც გამოიმუშავებს ელექტროენერგიას დგუშიანი კონსტრუქციით‚ რომელიც დამაგრებულია ოკეანის ფსკერზე და ელექტრული გენერატორისგან‚ რომელიც მოქმედებაში მოდის მცურავი ტივტივას მექანიკური მოძრაობებით. მიღებული ელექტრული ენერგია ნაპირზე გადაეცემა წყალქვეშა კაბელის მეშვეობით.

260­ტონიანი ტივტივა სიგანით 12 მეტრია და წარმოადგენს დგუშს‚ რომელიც გადაადგილდება ზემოთ­ქვემოთ ტალღების მოქმედებით და გამოიმუშავებს ელექტროენერგიას. ტივტივას წყალქვეშა ნაწილში აქვს მასიური ტვირთი‚ კაბელი და‚ აუცილებლობის შემთხვევაში‚ ტროსი – ფსკერზე დამაგრებისთვის.

ზედა ნაწილში ტივტივა ორ დგუშთან არის შეერთებული‚ რომლებიც‚ თავის მხრივ‚ მიერთებული არიან უბრალო გენერატორთან. მოქცევითი ტალღებით ტივტივა მოძრაობს ზევით‚ ხოლო შემდეგ ეშვება ქვევით – ამგვარად გამომიშუვდება ელექტროენერგია. ტივტივას წყალქვეშა ნაწილის სიგრძე 30‚4 მეტრის ტოლია‚ ხოლო წყალსზედასი – 9‚1 მეტრი. ტივტივას მიათრევენ ბუქსირით ჰორიზონტალურ მდებარეობაში‚ შემდეგ სპეციალისტები აერთებენ ელექტრულ კაბელებს და გადააბრუნებენ ტივტივას ვერტიკალურ‚ მუშა მდებარეობაში.

ელექტროსადგური ორეგონაში რამდენიმე ათეული „ენერგოტივტივისგან“ შედგება (სახელდობრ‚ ასე ითარგმნება სადგურის სახელწოდება). ტექნოლოგია დაამუშავა შოტლანდიურმა კომპანია „Ocean Power Technologies“­მა ამერიკულ კორპარაცია „Lockheed Mortin“­თან – პენტაგონის უმხსვილეს მოიჯარადესთან თანამშრომლობით.

სისტემა „Power Buoy“ ძალზე მარტივია დასმონტაჟებლად‚ საიმედოა მომსახურებით‚ არ ეშინია ძლიერი შტორმების. ეს თვისებები სასიკეთოდ განახსვავებენ მას წყალქვეშა ტურბინების საფუძველზე აგებული  სხვა სისტემებისგან‚ რომლებიც იყენებენ წყალქვეშა დინებების ენერგიას. მსგავსი ტექნოლოგია უკვე გამოიყენება ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების საზღვაო რადარებისა და კავშირის სისტემების კვებისთვის. კიდევ ერთი „Power Buoy“ უკვე აწყობილია და მზადაა გამოცდისთვის ავსტრალიის ნაპირებთან.

თუ პირველი კომერციული მოქცევითი ელექტროსადგური წარმატებული აღმოჩნდება‚ შეიძლება‚ ველოდოთ მსგავსი პროექტების ნამდვილ ბუმს.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება