markup logo

843

პენტაგონმა მეცნიერებს რობოტების აჩქარება შეუკვეთა

robots

„DARPA“ – ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროს პერსპექტიული სამეცნიერო­ტექნიკური დაუშავების სააგენტო შეუდგა მუშაობას „M3 Actuation“ პროგრამაზე‚ რომელმაც მრავალჯერ უნდა გაზარდოს რობოტების ეფექტურობა.

ახალი ტექნოლოგიების პირველი კონკურს-­პრეზენტაცია შედგება უკვე 2013 წლის დეკემბერში‚ ხოლო ძრავებისა და ამძრავების მზა ვარიანტების დემონსტრაციას 2014 წლის დეკემბერში მოელიან.

რობოტები ძალიან საჭიროა წარმოებაში‚ ომში‚ სტიქიური უბედურების ზონებში‚ სამძებრო­სამაშველო ოპერაციებში და მრავალ სხვადასხვა დარგში. სამწუხაროდ‚ ნელა და მოუხერხებლად მოძრავი თანამედროვე რობოტები‚ რომლებიც‚ ამავე დროს‚ ავტონომიურად მუშაობენ სულ რაღაც 30­60 წუთს‚ ხშირად სარგებლის მოტანის ნაცვლად‚ პრობლემას ქმნიან.

პროგრამა „M3 Actuation“­მა უნდა გადაწყვიტოს რობოტების გადაადგილების დაბალი სიჩქარის პრობლემა. პროგრამის ფარგლებში მოხდება ახალი ეფექტური ამძრავების‚ ძრავებისა და ჩვეულებრივი ბორბლიანის და მუხლუხიანის გაუმჯობესება. კვლევების შედეგები გამოდგება არა მარტო რობოტოტექნიკაში‚ არამედ ავტომშენებლობაში‚ მედიცინასა და სხვა დარგებში.

„DARPA“­ში მოელიან‚ რომ პროგრამის ამოცანათა გადაწყვეტა მოითხოვს მცენიერებისა და ინჟინრების ფართო წრის მოზიდვას‚ ვინაიდან ძრავების დამუშავება შეიძლება შთაგონებული იქნეს როგორც ახალი კონცეფციებით მექანიკაში‚ ასევე ადამიანებისა და ცხოველების სამოძრაო სისტემების კოპირებით.

სამეცნიერო კვლევები და დამუშავებები მოხდება ორი ძირითადი მიმართულებით. პირველი – ესაა მაღალეფექტური ამძრავები‚ მაგალითად‚ დამუშავებული რობოტ „DARPA Robotics Chalenge“­სთვის. ეს საშუალებას მოგვცემს გავზარდოთ გადაადგილების მარაგი ბატარეის ერთჯერადი დამუხტვისას 20­ჯერ თანამედროვე რობოტებთან შედარებით. ახალი ამძრავების პირველი პროტოტიპები შემოწმებული იქნება საკონკურსო გამოცდების ჩარჩოებში‚ რომლეიც დაგეგმილია 2014 წლის დეკემბრისთვის.

მეორე მიმართულება – სხვადასხვა ზომის ამძრავების ეფექტურობის გაზრდის გზების შესწავლა „რკინაში“ დაუყოვნებლივ განსახიერების აუცილებლობის გარეშე.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება