markup logo

746

ნორვეგიელმა სტუდენტებმა გამოიგონეს „ჭკვიანი“ ქურთუკები, რათა შესაძლებელი იყოს Facebook–ში კავშირი ექსტრემალური სიტუაციის დროს

kurtka

ნორვეგიის მეცნიერების და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (NTNU) კომპიუტერული და ინფორმაციული ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტების ჯგუფმა შეიმუშავა Facebook–ში მოლაპარაკე ტანსაცმლის პროტოტიპი.

„სოციალური მედიისთვის უფრო მოხერხებული ფიზიკური ინტერფეისის“ შემუშავება ხორციელდება ევროპული საბჭოს საგანგებო სიტუაციებში სამუშაოდ ტექნოლოგიების და დაკავშირების საშუალებების შექმნის პროექტის ფარგლებში – მაგალითად მსხვილი ავარიების შემდეგ სამაშველო ოპერაციების ჩატარებისას.

სამაშველო ოპერაციებს ხშირად ატარებენ დიდი ჯგუფებით, რომლებშიც გაერთიანებულია სხვადასხვა განყოფილებების და ორგანიზაციების პროფესიონალები. ოპერაციის დროს აუცილებელია მუდმივი კავშირი ქმედებათა კოორდინირებისთვის. მობილური სატელეფონო კავშირი სპეციალისტებმა ტრონდჰეიმიდან ჩათვალეს არაეფექტურად.

Facebook –თან დასაკავშირებელი მოწყობილობა ჩაკერილია ქურთუკის ან პიჯაკის სახელოში და ურთიერთმოქმედებს ჩვეულებრივ Android ტელეფონთან BlueTooth–ის საშუალებით. ის მუშაობს სამანქანო გათვლების პოპულარულ გადაწყვეტილებაზე – Arduino.

ყველა კაბელი დ გადამცემი დამალულია ზედა და ქვედა ფენას შორის. დისპლეი განთავსებულია სახელურზე, თანამედროვე კოსმონავტის კოსტიუმის მსგავსად, საყელოში კი ჩაშენებულია პატარა ვიბრატორი, რომელიც აწვდის სიგნალს შეტყობინების მიღების შემდეგ. როდესაც შეტყობინება მიღებულია, საკმარისია უბრალოდ ხელის აწევა და წაკითხვა. შესაძლებელია გასაგზავნი შეტყობინებების   კარნახი, მიღებულების კი  – მოსმენა.

სოციალური მედიის საშუალებით სპეციალისტები იმედოვნებენ საკომუნიკაციო შესაძლებლობების  და სამაშველო ჯგუფების მუშაობის ეფექტურობის ზრდას.

ცხადია, მოწყობილობა ასევე გამოსადეგია მხედველობის ან სმენადობის დარღვევების მქონე ადამიანებისთვის, რომლებიც სრულყოფილად ვერ იყენებენ დისპლეებს ან ხმოვან კავშირს.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება