markup logo

1,344

ნოემბრიდან Star Wars: The Old Republic პირობითად უფასო გახდება

star-wars

კომპანია Electronic Arts და BioWare–მა განაცხადეს, რომ ნოემბრიდან მრავალმომხმარებლებიანი ონლაინ თამაში Star Wars: The Old Republic იქნება აბსოლუტურად უფასო.

ეს ნაბიჯი კომპანიამ გადადგა მოთამაშეთა რიცხვის შემცირების გამო. დღესდღეობით თამაშს მილიონზე ნაკლები მომმხარებელი ჰყავს, მაშინ როდესაც წლის დასაწყისში, თამაშის ოფიციალური გაშვებიდან რამდენიმე კვირაში, მილიონ შვიდასი ათასი მონაწილე ჰყავდა.

აღსანიშნავია, რომ თამაში მხოლოდ ნაწილობრივაა უფასო: ახალი F2P (free-to-play) სახელით ცნობილი  ბიზნესმოდელი იქნება ჰიბრიდული.  Star Wars: The Old Repblic–ის  თამაში შესაძლებელია უფასოდ, გმირის  მხოლოდ 50 დონემდე განვითარების  შეზღუდვით. გარდა ამისა, უფასო მოთამაშეებს არ ექნებათ წვდომა ზოგიერთ ლოკაციასთან.

შეზღუდვებთან “ბრძოლა“ შესაძლებელია ვირტუალური ვალუტის Cartel Coins–ის საშუალებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს ვალუტა ცალკე უნდა შეიძინოთ.

მოთამაშეები, რომლებსაც არ სურთ თავის შეწუხება ამ შეზღუდვებით, გააგრძელებენ ყოველთვიური სააბონენტო გადასახადის შეტანას. ფასიანი მოთამაშეების ბონუსია ვირტუალური ვალუტა  Cartel Coins, რომელზეც შესაძლებელია ახალი ნივთის, ახალი შესაძლებლობების და ახალ ადგილებში წვდომის შეძენა.

ახალი ბიზნესმოდელის გაშვებასთან დაკავშირებით აგვისტოში Electronic Arts ჩაატარებს Star Wars: The Old Republic –ის პრომო აქციას. თამაშის 15 დოლარად შეძენის შემთხვევაში, მომხმარებელი მიიღებს ერთთვიან უფასო აბონიმენტს.

F2P მოდელის გამოშვების შემდეგ თამაშის ვეტერანები მიიღებენ ბონუსებს.  სათამაშო სტაჟიდან გამომდინარე მათ აჩუქებენ გარკვეული რაოდენობის Cartel Coins.

შეგახსენებთ, რომ MMORPG თამაში Star Wars: The Old Republic ეძღვნება სითხების იმპერიის და გალაქტიკის რესპუბლიკის ბრძოლას და შემოვიდა გაყიდვაში 2011 წლის 20 დეკემბერს. თამაშის მოქმედება ვითარდება ათასი წლის წინ დარტ ვეიდერის დაბადებამდე, მაშინ როდესაც გალაქტიკაში მიმდინარეობდა ცივი ომი.

კატეგორია: თამაშები, ონლაინ თამაშები .

კომენტარის დატოვება