markup logo

729

ნიუ–იორკში Apple–ის მაღაზიასთან სხვის მაგივრად რიგში დგომა დღეში 150 დოლარი ღირს

rigi

საქმიანი და სხარტი ამერიკელები ფულს შოულობენ Apple –ის ფანატების მეშვეობით. „თუ არ გინდათ iPhone –ზე რიგში დგომა, მე დავდგები თქვენს ნაცვლად“, – სთავაზობს   საბნებში შეფუთულ და დაღლილ ფანატებს ახალგაზრდა ბიჭი.

ისინი, ვინც თქვენს ნაცვლად დაიძინებს  საძილე ტომარაში Apple –ის მაღაზიასთან, შეგიძლიათ იპოვოთ სოციალური ქსელის მეშვეობითაც, მათი მომსახურება ღირს ორმოციდან ასორმოცდაათ დოლარამდე დღეში.

ყველაზე ერთგული თაყვანისმცემლები უკვე რამდენიმე დღეა „მორიგეობენ“ მაღაზიასთან დასაკეცი სკამებით, საკვები პროდუქტებით და საძილე ტომრებით. ისინი iPhone 5–ის გაყიდვების დაწყებას ელოდებიან.

Apple–ის ყოველი ახალი სმარტფონის გამოსვლას ტრადიციულად თან ახლავს თაყვანისმცემლების რიგები, რომლებსაც სურთ პირველებმა შეიძინონ ახალი მოწყობილობა, ეს ერთგვარი პიარიც კი არის. ამჯერად iPhone 5 –ის პირველი მყიდველი იქნება ხაზემ საიედი, რომელიც საკუთარ აპლიკაციას აპიარებს, მას მოსდევს მოდელი ჯესიკა მელოუ– ის საკუთარ ბლოგს უკეთებს რეკლამას.

iPhone 5 –ის გაყიდვები დაიწყო აშშ–ს ყველა 356 მაღაზიაში 21 სექტემბერს.  ამ დღეს შესაძლებელი იყო სიახლის შეძენა ასევე ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, ჰონკონგში, კანადაში, სინგაპურში, საფრანგეთში და იაპონიაში. სხვა ქვეყნებში გაყიდვები 28 სექტემბერს დაიწყება.

Apple –ის ახალი სმარტფონი ოფიციალურად წარდგენილი იყო კონფერენციაზე სან–ფრანცისკოში 12 სექტემბერს.  მას გააჩნია გადიდებული ეკრანი, ალუმინის კორპუსი, ბოლო თაობის პროცესორი А6, სამი მიკროფონი, განახლებული ოპერაციული სისტემა iOS6, LTE ქსელების მხარდაჭერა. 16 GB –იანი სმარტფონის ფასი ხელშეკრულებით აშშ–ში – 199 დოლარიდან იწყება 399 დოლარამდე – 64 GB მოდელში.

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება