markup logo

704

ნიუ­იორკში ტაქსოფონები Wi-Fi­-ს გაავრცელებენ

telbut

ნიუ­იორკის ქუჩის ტელეფონებს Wi-Fi-ის „ჰოთ-­სპოტებად“ გადააქცევენ. თავიდან‚ ამ წელს სტარტის ამღებ საპილოტე პროექტის ჩარჩოებში‚ კავშირის მოდულებს დააყენებენ ათ სატელეფონო ჯიხურში‚ რომლებიც ქალაქის სამ რაიონშია განლაგებული.

ტაქსოფონებს აღჭურვავენ მძლავრი ანტენებით‚ რომლებიც შეძლებენ გაავრცელონ უმავთულო სიგნალები 100 მეტრ მანძილზე. ჰოთ­სპოტების“ დაყენებას განახორციელებს კომპანია „Van Wagner Communications“‚ რომელსაც ეკუთვნის ნიუ­იორკში ტელეფონის ჯიხურების დიდი ნაწილი. ერთი ასეთი Wi-Fi­-ს მოდულის ღირებულება 2 ათას დოლარს შეადგენს. მოელიან‚ რომ ტაქსოფონები ინტერნეტს უფასოდ დაარიგებენ.

თუ პროექტი წარმატებული აღმოჩნდება‚ მისადგომი წერტილებით აღიჭურვება ყველა‚ 13 ათასამდე ტაქსოფონი‚ რომლებიც ნიუ­იორკში დარჩა. ერთდროულად ქალაქში ხორციელდება ტელეფონის ჯიხურების 32­დიუმიანი სენსორული დისპლეებით აღჭურვის პროექტი. „ჭკვიანი“ ეკრანების დახმარებით‚ რომლებიც უზარმაზარ iPad­-ს ჰგავს‚ ნიუ­იორკის მცხოვრებლები შეძლებენ ინტერნეტში შესვლას‚ ურთიერთობას Skype­-ით‚ ელექტრონული ფოსტის მოხმარებას‚ აგრეთვე მიიღებენ უახლოესი რესტორნების‚ მაღაზიებისა და ღირსშესანიშნაობების სიას რამდენიმე ენაზე.

პარალელურად ამისა‚ ნიუ­იორკის მეტროს სადგურებში იდგმება კომპიუტერული კიოსკები 22­დიუმიანი სენსორული ეკრანებით. ისინიც აგრეთვე‚ აღიჭურვებიან ვებ­კამერებით სმარტფონების დასამუხტი როზეტებით და ქსელში შესასვლელი Wi-Fi­ებით.

ამჟამად ნიუ­იორკის ხელისუფალნი აქტიურად უზრუნველყოფენ სკოლების‚ ბიბლიოთეკებისა და მოხუცებულთა თავშესაფრების Wi-Fi-­ით აღჭურვას‚ ხოლო კავშირის ოპერატორი „AT&T“ სთავაზობს ქალაქის უმრავლესი პარკების ჩართვას უმავთულო ინტერნეტში. აღსანიშნავია‚ რომ ერთ­ერთმა პირველმა მთელი ქალაქის ინტერნეტ­გადაფარვის პრობლემა ათასი ტელეფონ­ავტომატების მისადგომ წერტილებად გადაქცევის გზით. გადაწყვიტა რამდენიმე წლის წინათ. ჰონკონგის უმსხვილესმა ტელესაკომუნიკაციო კომპანია „PCCW“-ს ­მიერ, ომელმაც მანამდე ავტობუსები და მეტრო აღჭურვა ხოტ­სპოტებით. ანალოგიური პროექტები რამდენადაც ცნობილია‚ აგრეთვე‚ უკვე რეალიზებულია სინგაპურში‚ ლონდონში და ტალინში.

ხოლო იაპონიაში‚ სადაც ახლახან აღმოაჩინეს‚ რომ ქვეყანაში უმავთულო კავშირის ხელმისაწვდომი უფასო წერტილების რაოდენობა ძალიან მცირეა‚ ხოლო ბევრი სატელეფონო ჯიხური დიდი ხანია აიღეს მომთხოვნილების არარსებობის გამო. ამ წელს Wi-Fi-­ს ხელმისაწვდომობის წერტილებით სავაჭრო ავტომატების აღჭურვა დაიწყეს. წლის ბოლოსთვის გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელმა კომპანია „Asahi“­-მ და ოპერატორმა „Freemoble“­-მა გადაწყვიტეს‚ დააყენონ ათასი ასეთი მოწყობილობა‚ ხოლო შემდგომ ხუთ წელიწადში ესრიცხვი 10 ათასამდე აიყვანონ მთელს იაპონიაში.

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება