markup logo

855

მხოლოდ ფულის „დაკარგვით“ iPad–ს ვერ მოერევით

nex

Google’s Nexus 7 პლანშეტის აღწერაში ვერ ნახავთ მის მთავარ ღირსშესანიშნავ „თვისებას“, რადგან ის არ მიეკუთვნება არც ტექნიკურ მაჩვენებლებს და არც ოპერაციული სისტემის სპეციფიკაციებს  –   ეს მისი ფასია.

როგორ ფიქრობთ, რა გზით „აკეთებს“ Google ფულს მისი $200 –ად გაყიდვით?  პასუხი მარტივია: სულაც არ „აკეთბს“. Kindle Fire –ის მსგავსად Nexus 7–მა დაამტკიცა, რომ iPad –ის გამოწვევის მიღება შესაძლებელია და არა მხოლოდ Apple –თან პაექრობა ფასების შემცირებაში; თავადაც უნდა შეამცირო ფასები.  ეს წარმოუდგენლად აგრესიული სტრატეგიაა. სტრატეგია, რომლესაც აქვს მასიური შედეგი.

ალბათ საეჭვოდ გეჩვენებათ Nexus 7 ფასი – $200?  ის უფრო Toyota–აა ვიდრე Lexus–ი, მაგრამ  Tegra 3 ჩიფსეტები და 1280×800 ეკრანები ჯერ კიდევ არ მიეკუთვნება იაფასიანების რიგს. უფრო კონკრეტულად, Nexus 7–მა გაასწრო წინა ბიუჯეტის ჩემპიონს– Amazon–ის Kindle Fire –ს – ყველა შესაძლო გზით, იგივე ფასებით. ეს  არის ეკონომიის და მიწოდების ოპტიმიზირების  მიღმა, ეს არის „კამიკაძის“ პერსპექტივა.

და აი აქ სიურპრიზია! მართალი ბრძანდებით. Google–ის ანდროიდის გურუმ ენდი რუბინმა (Andy Rubin) დაამტკიცა, რომ მაშინაც კი როცა Nexus 7 იყიდება კომპანიის საკუთარი Google Play  არხიდან, ის არ კარგავს, მაგრამ არც აკეთებს ფულს.რაც საუკეთესო შემთხევევაში ნიშნავს, რომ  Google–ის პლანშეტი ყოველთვის მოგებაშია.

გაითვალისწინეთ, რომ რუბინის გამოთვლებში არ შედის მარკეტინგის ხარჯები, რაც საკმაოდ დიდ თანხას უნდა შეადგენდეს. რამდენმა თქვენმა მეგობარმა იცის Google Play–ის შესახებ?  ასე რომ Google–ი ყოველი  Nexus 7 –ის გაყიდვით  „ლიდერია“.

როგორ აღწევენ ამას?

ნუ ინერვიულებთ, Google–ი ჯერ კიდევ კომპანიაა, კომპანიებს კი მოსწონთ ფულის კეთება. Amazon–ის მსგავსად და  უფრო მეტად. Google და Amazon ეკოსისტემებია. რაც უფრო მეტი ადამიანი იყენებს მათ პროდუქციას,  მით უფრო მეტად „ფლანგავს“ ის შინაარსს.

Amazon –ის გათვლები ზუსტი იყო, გასულ წელს Kindle Fire საუკეთესო საჩუქრად მოიაზრებოდა, ახლა კი მისი გაყიდვების მაჩვენებელი ქვევით წავიდა.   მაგრამ რაც მთავარია, Fire გახდა Apple –ის გამოწვევის მაგალითი.

ჯერ არ ყოფილა 10-ინჩიანი პლანშეტი, რომელიც ასე ახლოსაა iPad –თან. ეს არის Google –ის „მუშა“ მოდელი, პატარა, იაფი,  თითქმის განსხვავებული კატეგორიის მოწყობილობა.

ითქმის იგივე Nexus–ის პლანშეტზე? შესაძლოა. თუმცა, შესაძლებელია ანდროიდს „წაართვას“ უდიდესი ძალა.

რჩეულები

იცით ვინ არ წარმოადგენს ეკოსისტემას?  HP. Asus. Acer. Dell. Toshiba. Samsung–იც კი. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ თქვენ ხართ აპარატურული უზრუნველყოფის მწარმოებელი კომპანია და არ იყენებთ Nexus –ის უპირატესობას და ყველაფერს რაც ამას მოჰყვება, აბსოლუტურად არ ღირს ანდროიდ პლანშეტის შექმნა.

რატომ? „წამგებიანი“ გაყიდვა გამართლებულია მხოლოდ იმ შემთხევავში, თუ შესაძლებელია წაგების „ამოვსება“ პროგრამების გაყიდვით, ან კინოფილმების ატვირთვით, ან ნებისმიერი სხვა 30% „დაკავებით“, რაც Google–ს და Amazon–ს ყოველ გაყიდვაზე აქვთ დაწესებული. თუ ეს არ გექნებათ, თქვენი ვაჭრობა წამგებიანია.

Nexus 7–ის ღირებულების  უპირატესობა არ ტოვებს არანაირ სტიმულს  7-ინჩიანი ანდროიდის პლანშეტის შექმნისა.

LG –ის „მიტოვებული“ პლანშეტები, Dell –ის ტაიმაუტი, Lenovo და სხვები დაწვრილებით „სწავლობენ“ Windows 8. და ასე შემდეგ.

ანდროიდი ყოველთვის გამოირჩეოდა „არჩევითობით“, ყველას შეუძლია ააწყოს პლანშეტი, რომელსაც ის გაუშვებს, ასე რომ ყოველთვის შესაძლებელია ფორმის და ფუნქციონალურობის „მწვერვალზე“ იყოთ. მაგრამ Google და Amazon საკუთარ „თამაშს“ თამაშობენ და არ უტოვებენ სივრცეს ვინმე სხვას. ანდროიდის მომავალია იყოს იაფი, პატარა და „არადამახსოვრებადი“ მანქანა.

და მაინც იმუშავებს?

 

ცხადია, Google–ს და Amazon–ს არ სურთ „მიჰყვენენ“ iPad–ს, მაგრამ  „წამგებიანი“ ლიდერობა შესაძლოა საუკეთესო ვარიანტი იყოს, თუმცა ეს არ ნიშნავს წარმატებას. კონკურენცია ჯერ კიდევ საკმაოდ მკაცრია.

გსურთ ეკოსისტემა? iTunes აქვს საუკეთესო – აპლიკაციები და კონტენტი, ეს ყველას მიერ არის აღიეარებული და არ წარმოადგენს დავის საგანს. ფასის მომგებიანობა? 16GB Wi-Fi iPad უჯდება Apple –ს $316, ის ყიდის მას $500. ეს ნიშნავს, რომ იქ სადაც Amazon და Google კარგავენ ფულს, Apple–ს აქვს  $200  მოგება. მილიონების დრონი. მილიონობით მომხმარებელი. iPad–ებს შორის.

ეს არ ნიშნავს, რომ Apple–ი „ბინძურად“ მდიდრდება. ეს ნიშნავს, რომ, ოდნავ მაინც, რომ იგრძნოს Android ან  Microsoft ზეწოლა, ის 100 დოლარის ფარგლებში დაუწევს  iPad –ის ფასს, ყოველგვარი ზარალის გარეშე. მას შეუძლია გაყიდოს iPad–ები წამგებიანად და ამავდროულად მოიზიდოს მეტი ფული, ვიდრე Google–ს ოდესმე ჰქონდა Play გაყიდვებიდან.

ვიტოვებთ იმედს, რომ Microsoft –ი მაინც არ დაიხევს უკან,  თავის Surface პლანშეტით, ისევე როგორც  Amazon 10-ინჩიანი , სპეც Fire –ით. იმედი არის. რეალური შეჯიბრი ახლა უმჯობესია, ვიდრე შეჯიბრის დაპირებები ამ შემოდგომაზე.

ასე რომ, რა თქმა უნდა, Google და Amazon მყარად უნდა დადგნენ და ააწყონ საკუთარი მომხმარებლის ბაზა. მაგრამ თუ სურთ რეალურად „შააჩერონ“Apple –ის წარმატებისკენ „თავქუდმოგლეჯილი“  სირბილი, უნდა შექმნან არა უფრო იაფი, არამედ უფრო კარგი პროდუქტი. თუ არა ისინი, არის უამრავი სხვა, ვისაც ეს ძალუძს.

კატეგორია: Hardware, პლანშეტები .

კომენტარის დატოვება