markup logo

898

მსოფლიოში ყველაზე პატარა რეაქტიული ძრავი

gojett

ამერიკული „Starkaey Aerospace (Starcor)“ კოლორადოს უნივერსიტეტის ინჟინრებთან თანამშრომლობით შეუდგა რეაქტიული ძრავის L-FXOO-­ის პროტოტიპის გამოცდას. იგი განკუთვნილია ახალი თაობის იაფი ზეკომპაქტური უპილოტო საფრენი აპარატებისთვის (იზუსა).

დამმუშავებელთა ჩანაფიქრით‚ მოცემული ტურბორეაქტიული ძრავა იმუშავებს საპოხის გარეშე. ექნება პატარა წონა‚ უფრო მაღალი საწვავის ეფექტურობა და დიდხანს იმუშავებს კაპიტალურ რემონტამდე. „L-FXOO“-­ს ექნება წევის ძალის მართვადი ვექტორი და საფორსაჟო კამერა. იტყობინება „Cnews“ – მეცნიერება და დამუშავებები.

„მინი­იზუსა“‚ სახელწოდებით „GOJETT“‚ პროექტებისა და გამოცდების თანამედროვე სწრაფი და ეკონომიური ტექნოლოგიების გამოყენებით მუშავდება. ამის წყალობით და‚ აგრეთვე‚ იაფი მასალებისა და კვანძების გამო‚ უპილოტო თვითმფრინავების ფასი ბევრად უფრო ნაკლები იქნება‚ ვიდრე ერთი მართვადი რაკეტისა‚ ე. ი. ასეთი აპარატის დაკარგვაც კი არ გახდება ფინანსური კატასტროფა სამხედროებისთვის.

კოლორადოს უნივერსიტეტისა და კომპანია „Starcor“-­ის ერთობლივმა პროექტმა სტარტი 2012 წლის მარტში აიღო. „GOJETT“­ის პირველი ვერსია მიაღწევს 1,4 M სიჩქარეს. პროექტის საბოლოო მიზანია შეიქმნას „იზუსა“‚ რომლის სიჩქარე იქნება 1,6-1,7 M‚ სიგრძე – 1‚76 მეტრი‚ ხოლო სამკუთხედის ფორმის ფრთის სიგრძე კი – 1‚27 მეტრი. ამ უპილოტო თვითმფრინავის წონა 50 კილოგრამის ტოლია. მომავალში ასეთი აპარატების საფუძველზე შესაძლებელი იქნება უფრო მძიმე ზებგერითი უპილოტო მანქანების შექმნა‚ რომლებსაც შეეძლებათ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის მიღება.

პროექტ „GOJETT“­-ის წარმატების შემთხვევაში‚ ბაზარზე პირველად გამოჩნდება იაფი ჩქაროსნული უპილოტო თვითმფრინავი‚ რომელიც‚ უპირველეს ყოვლისა‚ სამხედროებს გამოადგებათ.

ამჟამად არსებული სრულყოფილი და ძვირადღირებული „იზუსები“ – X-47B‚ ძდაფრინავენ ბგერამდელი სიჩქარით. ისინი ეყრდნობიან მხოლოდ „Stealth“-­ის უჩინმაჩინობის ტექნოლოგიას‚ ვინაიდან არ გააჩნიათ საკმარისი სიჩქარე‚ რათა გაასწრონ საზენიტო რაკეტებს‚ გამანადგურებლებს‚ ანდა სწრაფად წავიდნენ მოწინააღმდეგის საჰაერო თავდაცვის ზონის სიღრმეში.

კომპაქტურ ზებგერით „იზუსებს“‚ რომლებიც აღჭურვილნი იქნებიან მცირე საბრძოლო საშუალებებით‚ გაუადვილდებათ მოქმედება საჰაერო თავდაცვის საშუალებებით გაჯერებულ ზონაში და ოპერატიულად გაანადგურებენ მნიშვნელოვან სამიზნეებს.

კატეგორია: სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება