markup logo

865

მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოკამერა

kamera

მსოფლიოში ყველაზე დიდი ფოტოკამერა სახელწეოდებით “The Eye of America” ჩიკაგოელმა ფოტოგრაფმა დენის მენერჩმა  შექმნა.
ფოტოაპარატის სიგრძე შეადგენს 10 მეტრსა და 66 სმ-ს, ხოლო სიგანე – 3 მეტრს და 66 სმ-ს.
გიგანტური ფოტოკამერა წარმოადგენს  არა  უბრალო ბუტაფორიას, არამედ სრულიად ფუნქციონალურ მოწყობილობასაც კი, რომელიც საკმაოდ კარგად ასრულებს თავის მოვალეობას.
როგორც გამომგონობელი ფოტოგრაფი აცხადებს აპარატის შექმნის ერთ-ერთი მიზანი იყო ის, რომ ადამიანებს მისცემოდათ საშუალება უფრო მეტი რამ შეეტყოთ იმ მიმდინარე პროცესების შესახებ, რასაც ფოტოგადაღების მომენტში აქვს ადგილი. ამის შესაძლებლობას კი ეს მოწყობილობა სრულიად იძლევა.

კატეგორია:

კომენტარის დატოვება