markup logo

873

მსოფლიოში პირველი კუნძული‚ რომელიც უფასო Wi-Fi­-ით დაიფარება

el-hiero

ესპანეთის მრეწველობის‚ ენერგეტიკისა და ტურიზმის სამინისტრომ გადაწყვიტა‚ 2012 წლის ბოლოსთვის კუნძული იერო (El Hierro)‚ რომელიც კანარის არქიპელაგის შემადგენლობაში შედის‚ გადააქციოს მსოფლიოში პირველ კუნძულად‚ რომელიც მთლიანად დაფარული იქნება უფასო Wi-Fi ქსელით.

ამ მიზნით უწყება დააფინანსებს დანადგარს ადგილობრივი კავშირის ოპერატორების ძალებით ინტერნეტში შესასვლელ 26 უფასო წერტილს იმ ადგილებში‚ რომლებიც საინტერესო იქნება ტურისტებისთვის. ბევრი მათგანი აღჭურვილი იქნება მზის ბატარეებით‚ ანდა ელექტროენერგიის ქარის გენერატორებით. ოპერატორები ჰპირდებიან‚ უზრუნველყონ სიჩქარე 256 კბიტ/წმ­ში.

აქციის მიზანია – კუნძულის სტუმრებს საშუალება მისცენ თავიანთი შთაბეჭდილებები დასვენების შესახებ გაუზიარონ მეგობრებს და ნათესავებს ინტერნეტის საშუალებით‚ მათ შორის‚ ისეთი სოციალური ქსელებით‚ როგორიცაა Twitter‚ Facebook ანდა Pinterest და‚ აგრეთვე‚ კუნძულზე ტურისტების ახალი ნაკადის სტიმულირებას შეუწყონ ხელი.

ხელისუფლებამ‚ აგრეთვე‚ დაამუშავა სპეციალური პროგრამული დამატება მობილური მოწყობილობებისვის „იერო შენთანაა“ (El Hierro te Sigue)‚ რომელიც საშუალებას იძლევა‚ მივიღოთ ინფორმაცია კუნძულის შესახებ და მის ტურისტულ მომსახურებაზე.

კუნძულის უფასო Wi-Fi ქსელით მოწყობა შედის იეროს სპეციალურ ღონისძიებებში‚ რომლებიც დაამუშავა ტურისტული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მართვის სახელმწიფო სააგენტომ ესპანეთის ტურიზმის სახელმწიფო სამდივნოს დავალებით.

იერო კანარის არქიპელაგის ყველაზე დასავლეთით მდებარე და ყველაზე პატარა კუნძულია. მისი საერთო ფართობი შეადგენს 278 კვადრატულ კილომეტრს. ხოლო მოსახლეობა 2010 წლის მონაცემებით‚ დაახლოებით 11 ათასი ადამიანია. 2000 წელს UNESCO­-მ კუნძული ბიოსფეროს რეზერვად გამოაცხადა. 2011 წელს იერო გახდა მსოფლიოს მრავალი საინფორმაციო საშუალებების დაჟინებული ყურადღების ობიექტი კუნძულის სიახლოვეს მომხდარი წყალქვეშა ვულკანის ამოფრქვევის გამო. რის შედეგადაც კუნძულის მცხოვრებთა ნაწილის ევაკუაცია მოხდა.

კატეგორია: ინტერნეტი, სხვა დანარჩენი .

კომენტარის დატოვება