markup logo

548

მსოფლიოს ინოვაციური კომპანიების წლიური რეიტინგი

ჟურნალმა Forbes  განაახლა მსოფლიოში ყველაზე ინოვაციური კომპანიების წლიური  რეიტინგები.
კომპანია Apple -მა განიცადა სერიოზული ვარდნა. იგი 56-ი პოზიციით ჩამოქვეითდა და უკავია 79-ე ადგილი, როცა გასულ წელს 26-ე ადგილზე იმყოფებოდა. ასევე ჩამოქვეითდა კომპანია Google, თუმცა ნაკლებ დრამატულად. მან 24-ე ადილიდან გადაინაცვლა 47-ზე.

რაც შეეხება ლიდერობას, უკვე ზედიზედ 3 წელია ამ პოზიცია ინარჩუნებს პროგრამებისა და ტექნოლოგიების შემქმნელი   SalesForce.com .  ლიდერთა  სამეულში ასევე არიან  ფარმაცეპტული კომპანია Alexion Pharmaceuticals და მსხვილი IT კორპორაცია VMWare.
მე-5 ადგილზეა ბრიტანული კომპანია ARM  შემდგომ მოდიან ჩინური საძიებო სისტემა  Baidu და Amazon.
Nokia  და Microsoft  რეიტინგში საერთოდ ვერ მოხვდნენ.
წლიური რეიტინგები დგინდება კომპანიების მოგებისა და სხვა ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით. გაანგარიშება ხორციელდება ბოლო 5 წლის მონაცემების საფუძველზე.

კატეგორია: კატეგორიის გარეშე, ლეპტოპები, პლანშეტები, სხვადასხვა, ტელეფონები .

კომენტარის დატოვება