markup logo

869

მომავალ წელს Intel გამოუშვებს უკაბელო დატენვის პირველ ჩიფსეტს

idt

კომპანიები Intel და Integrated Device Technology (IDT) მუშაობენ უსადენო „ჰაერით“ დატენვის  ჩიფსეტის შექმნაზე. ის გათვლილი იქნება ულტრაბუქებისთვის, კომპიუტერ–მონობლოკებისთვის, სმარტფონებისთვის და ავტონომიური კვების ბლოკებისთვის. პირველი ასეთი ჩიფსეტი სავარაუდოდ 2013 წლის დასაწყისში გამოვა.

Intel სხვა მწარმოებლებთან ერთად მუშაობს ასევე ამ ტექნოლოგიის ინტეგრირებაზე პრინტერებში, უკაბელო კლავიატურებში, მაუსებში, კამერებში და სმარტფონების ჩასადებებში.

ელექტროდენის უსადენო გადაცემის ტექნოლოგიას საფუძვლად უდევს ელექტრომაგნიტური რეზონანსის მოვლენა, რომლის დროსაც  იდენტური რეზონირებული სიხშირის ნივთები გადასცემენ ერთმანეთს ენერგიას და არ მოქმედებენ ახლომდებარე ნივთებზე. 

ბუნებაში რეზონანსის უამრავი მაგალითია, ყველაზე ცნობილი მომღერლის მიერ ძალიან მაღალი ნოტის აღების შედეგად დამსხვრეული მინა: ხმის სიხშირე რეზონანსს იწვევს მინის ნაწილაკების სიხშირეში.  ახალ ტექნოლოგიაში აკუსტიკური რეზონანსის ნაცვლად გამოყენებულია ელექტრომაგნიტური ტალღების სიხშირის რეზონანსი.

2009 წელს წარდგენილ იქნა კომუტატორი Palm Pre Touchstone –თან ერთად, რომლის მეშვეობითაც მოწყობილობა იტენებოდა უსადენოდ. 2011 წელს უსადენო ვარიანტები წარადგინეს LG–მ, Powerma –მა და  Durace–მა.

ამა წლის მაისში Samsung–მა , Qualcomm–მა და ხუთმა სხვა კომპანიამ განაცხადა, რომ ქმნიან ორგანიზაციას Alliance for Wireless Power (A4WP), რომელიც იმუშავებს უსადენო დატენვის ტექნოლოგიის შემუშავებაზე და სტანდარტიზაციაზე.  ჯგუფის ერთ–ერთი მიზანია ისეთი სისტემის შექმნა, რომელიც ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობას დატენის.

მაგრამ Intel –ის და სხვა კომპანიების შემოთავაზებებს შორის არის უდიდესი განსხვავება. თანამედროვე სისტემების უმეტესობაში აკუმულატორის შევსება ხდება ელექტრომაგნიტური ინდუქციის ფუნქციით, როდესაც მოწყობილობას და დამტენს შორის აუცილებელია ფიზიკური კონტაქტი. Intel –ის მიერ ჩაფიქრებულ ჩიფსეტში გამოიყენება სხვა მეთოდი, რომელსაც ეწოდება რეზონანსული ინდუქციური კავშირი (როდესაც ორივე რგოლი მიმართულია ერთ რეზონანსულ სიხშირეზე ).  ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელია არა მხოლოდ კაბელის გარეშე  დატენვა, არამედ დატენვა შეხების გარეშეც კი.

ადრე ითვლებოდა, რომ მაღალეფექტური გადამცემთა განვითარება დიდ დროს საჭიროებს. და მართლაც, ენერგიის უკაბელო გადაცემის ყველაზე თანამედროვე სისტემები გადასცემდნენ მხოლოდ ათეულ ვატ ენერგიას და ამასთან „კარგავდნენ“ ნახევარს.

მაგრამ მიმდინარე წლის დასაწყისში იაპონურმა კომპანიებმა Volvo Technology Japan და Nippon Dengyo Tools –მა პირველად ისტორიაში მოახერხეს ეფექტურობის გაზრდა 40– დან 80%–მდე.

კატეგორია: Hardware, სხვადასხვა .

კომენტარის დატოვება